5
Mar
2019

Amazon სურსათის მაღაზიათა ქსელს ხნის და მასობრივ ბაზარზე გადის

5 Mar 2019

Amazon სურსათის მაღაზიების ქსელს ხსნის. ამის შესახებ Wall Street Journal (WSJ) წერს. გამოცემის ინფორმაციით, საუბარია არა ინტერნეტ, არამედ ფიზიკურ მაღაზიებზე, ამერიკის სხვადასხვა შტატში.

„პირველი ფილიალი ლოს-ანჟელესში იქნება. შემდეგ კი, „ამაზონი“, სურსათის მაღაზიებს, სან ფრანცისკოში, სიეტლში, ვაშინგტონსა და ფილადელფიაში, დიდ სავაჭრო ცენტრებში გახსნის“ , – წერს WSJ.

მისივე ინფორმაციით, ახალი ქსელის პირველი მაღაზია 2019 წელს გაიხსნება.

Amazon-ის შვილობილი კომპანიაა სუპერმარკეტების ქსელი Whole Foods, სადაც მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა სურსათი (ფერმენტებისა და ხელოვნური დანამატების გარეშე) იყიდება. კომპანია, ასევე, ფლობს წიგნის მაღაზიებს და  Amazon Go-ს, სადაც თვითმომსახურებაა და მომხმარებელი თანხას თანამედროვე ტექნოლოგიებით იხდის. ახლა კი როცა, „ამაზონი“ სურსათის მაღაზიათა ქსელის მასობრივ ბრენდს ქმნის, ექსპერტები ფიქრობენ, რომ კომპანიას ახალი ბაზრის ათვისება სურს.

 

განხილვა