3
ოქტ
2018

Amazon-მა ანაზღაურება 350,000 თანამშრომელს გაუზარდა! – UPDATE

3 ოქტ 2018

veon
veon


გაზრდილი საზოგადოებრივი წნეხის ფონზე, Amazon-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყველა მის თანამშრომელს საათში, სულ მცირე, $15 დოლარს გადაუხდის. გადაწყვეტილება მომდევნო თვიდან შევა ძალაში და შეეხება კომპანიაში დასაქმებულ 350,000-ზე მეტ ადამიანსა და ასევე, 100,000 სეზონურად მომუშავე თანამშრომელსაც, რომელსაც კომპანია სადღესასწაულო სეზონთან დაკავშირებით დაიქირავებს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, “ამაზონში” 575,000 ადამიანი მუშაობს, მსოფლიოს მასშტაბით.

“ამაზონის” ანაზღაურების სისტემა კარგა ხანია უფლებადამცველთა სამიზნე იყო. ეკონომიკურმა უთანაბრობამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც “ამაზონი” 1 ტრილიონი დოლარის ღირებულებამდე ავიდა, ხოლო მისი დირექტორი ჯეფ ბეზოსი თანამედროვეობის უმდიდრეს ადამიანად აღიარეს.
რამდენიმე თანამშრომელმა გააპროტესტა კიდეც სამუშაო პირობები. სენატორი ბერნი სანდერსი, მსგავსი გარემოებების ასაცილებლად, საკანონმდებლო ინიციატივითაც გამოვიდა, რომლის თანახმადაც, კომპანიები, რომლებიც დაბალ ანაზღაურებას უხდიან თანამშრომლებს, უნდა დაიბეგრონ.
გარდა ამ სიახლისა, “ამაზონი” გეგმავს, მხარი დაუჭიროს საკანონმდებლო ცვლილებას მინიმალური ანაზღაურების შესახებ, რომელიც მოცემულ მომენტში $7.24-ს შეადგენს საათში.

განხილვა