15
Oct
2019

Amazon-ის მომხმარებელი $1-იან ნივთსაც უფასოდ მიიღებს

15 Oct 2019

Amazon-ის Prime კლუბის წევრები, ამიერიდან შეძლებენ, $5-მდე ღირებულების ნივთები გამოიწერონ და ერთი დღის განმავლობაში, უფასოდ მიიღონ. თუნდაც, 75 ცენტიანი მაკიაჟის წასასმელი ჯაგრისი იყიდონ.

აქამდე მომხმარებლები იაფიან პროდუქციას გარკვეულ წონამდე ან $25-მდე აგროვებდნენ, რომ უფასო მიტანის სერვისით ესარგებლათ და ამ მომსახურებაში ნივთის ღირებულებაზე მეტი თანხა არ გადაეხადათ.  შემცირდა დროც – თუ ადრე Prime-ის წევრები, გამოწერილ ნივთებს 2 დღეში იღებდნენ, ახლა 1 დღეში ჩაიბარებენ. ასე რომ, თუ ვინმეს უბრალოდ ერთი დეოდორანტის შეძენა უნდა, საჭირო აღარ არის 10 ცალი გამოიწეროს, რომ აქამდე მიღებული წონა ან ფასი „დააგროვოს“ და ნივთი უფასოდ მიიღოს.

რაც შეეხება Amazon-ის Prime კლუბის წევრობას, ამისთვის მომხმარებელი, ყოველწლიურად, იხდის $100, სანაცვლოდ მთერ რიგ შეღავათებს იღებს.

განხილვა