in

საკუთარი თავის აღმოჩენა, როგორც ბუნებრიობის ნაწილი — Amazon Prime-ის კამპანია

წარსული დროის ხელოვანებს შეუძლიათ, მომაავალი თაობა გამუდმებით შთააგონონ. ამის დემონსტრაციისთვის, Amazon-მა და W+K London-მა ვიდეორგოლი შექმნეს, სახელწოდებით „Tache“.

BOG

60-წამიანი რეკლამის მთავარი პერსონაჟი მოზარდი გოგონაა, რომელიც ტუჩებთან ამოსული თმის ცვილით მოშორებაზე ან გაპარსვაზე ფიქრობს. თუმცა მის ოთახში პლაკატებსა და ფოტოებზე გამოსახული ცნობილი ადამიანები მას შთააგონებენ, რომ უნდა იყოს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია — ფრიდა კალო ხომ ამის იდეალური მაგალითია… ქალი, რომელმაც საკუთარი ბუნებრიობა იმიჯის გამორჩეულ ნაწილად აქცია.

ამას ემატება ფრედი მერკურისგან მიღებული შთაგონება, ყვითელი ქურთუკის სახით, რომელსაც გოგონა Amzon-იდან იწერს. ასეთი ეფექტური, უნიკალური სტილით მივიდა სკოლაშიც. „გვსურდა, მსოფლიოსთვის შთაგვეგონებინა და შეგვეხსენებინა, რომ ჩვენი კომპანია ინდივიდუალიზმს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე უჭერს მხარს. რეალურად, Prime უამრავი მარტივი და სახალისო გზით გაკავშირებთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან“.

ლიბერთი განათლებისთვის – პროგრამა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ გრძელდება

პანდემიის დროს დაწყებული მხატვრობა ტანსაცმლის ქართული ბრენდის იდეად გადაიქცა — Bestia