რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს იმ ტელეშოუს, რომელსაც ვუყურებთ? ზოგჯერ, ფილმს ან სერიალს შეუძლია შთაგვაგონოს, ვიმოქმედოთ ისე, როგორც სხვა შემთხვევაში არ მოვიქცეოდით. საყვარელი ტელეშოუების გავლენა Amazon Prime Video-მ კამპანიისთვის გამოიყენა. სააგენტო Droga 5-თან თანამშრომლობით, შეიქმნა ვიდეორგოლების სერია, რომელიც გვაჩვენებს, როგორ დომინირებენ ადამიანები სამსახურში, სიტყვით გამოსვლისას, მეგობრებთან, სახლში… მაგრამ ყოველივე ეს უფრო კინემატოგრაფიულ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე რეალურ სიტუაციებს ასახავს. ამგვარად, Amazon Prime Video-მ საკუთარ სერიალებზე გაამახვილა ყურადღება: “არაჩვეულებრივი მისის მეიზელი”, “ჰანა”, “ახალი ამსტერდამი” და “ყველაფერი ან არაფერი: მანჩესტერ სიტი”.