Amazon Prime თავის გამომწერებს სერვისების მთელ რიგს სთავაზობს, მათ შორის შოუებისა და ფილმების ყურების შესაძლებლობას. Wieden+Kennedy London-ის ახალი ვიდეორგოლები კი სწორედ იმაზე აკეთებს აქცენტს, რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიის საქმიანობა ხალხისთვის.
ერთ-ერთ რეკლამაში დაშორებულ წყვილს ვხედავთ — მათ Prime-ის საერთო ანგარიში აქვთ, რომელიც ურთიერთობისკენ უბიძგებთ. დროთა განმავლობაში კი აანალიზებენ, რამდენად ენატრებათ ერთმანეთი, ამას ხელს უწყობს Prime Originals-ზე რომანტიკული სცენების ყურებაც.
მეორე რეკლამა, სახელწოდებით „Gourmet Guard“, შთაგონებისა და გავლენის ძალაზე გვიყვება, როდესაც სერიალი The Boys მთავარ გმირს კულინარიისკენ გაუხსნის მისწრაფებას. „გვსურდა, ხაზგასმით აღგვენიშნა, რომ Amazon Prime უფრო მეტია, ვიდრე გასართობი საშუალება. ის ყველას მოუწოდებს, პირადი ინტერესები, სურვილები და საჭიროებები აღმოაჩინონ“, — ამბობს W+K London-ის კრეატიული დირექტორი, ჩარლი ლანუსი.