in

Amazon-მა „ბედნიერი“ რობოტი შექმნა

Amazon-ის მასაჩუსეტსის დიდ საწყობში მწვანე რობოტი გამოჩნდა. მრგვალი თვალები და კმაყოფილი ღიმილი სინათლის დიოდებისგან მიიღეს, სხვა რობოტებისგან კი ის განასხვავებს, რომ ბედნიერია… ამაზე აშკარად მიგვანიშნებს კიდეც — უცბად პატარა სიმღერას უკრავს, პირს აციმციმებს და თვალებში გულის ფორმებს ანთებს. 

მას ამაზონი Proteus-ის სახელით გვაცნობს და ალბათ, უკვე თავადაც მიხვდებოდით, რომ ის სხვა ინდუსტრიულ რობოტებს არ ჰგავს… მაგრამ რატომ უნდა იყოს რობოტი ბედნიერი? როგორც ამაზონის პროგრამული ინჟინერი სოფი ლი ამბობს, ბედნიერების გამოხატვის შესაძლებლობა პროტეუსს ადამიანების ირგვლივ მეტად ეფექტური მუშაობის საშუალებას აძლევს. პატარა სენსორებიც აქვს, რომლებიც ახლომდებარე ობიექტებისა და ადამიანების 3D სკანირებაში ეხმარება. 

Proteus ჰოვერბორდს კი ჰგავს, მაგრამ სწორედ ეს ფორმა აძლევს ადამიანების დახმარების საშუალებას — ყუთები სატვირთო მანქანებამდე მიაქვს. იმდენად ჭკვიანია, რომ შეუძლია, ადამიანები სხვა ობიექტებისგან განასხვაოს და მიიღოს გადაწყვეტილებები, როგორ იმოძრაოს მათ ირგვლივ. თუმცა ზოგჯერ, როცა ამას თავად ვერ ახერხებს, ადამიანს სთხოვს დახმარებას, რაზეც პირის სხვადასხვა ფერით მიანიშნებს. აი, თვალებში გულებს კი მაშინაც ანთებს, როცა დავალებას ასრულებს. 

ვიმედოვნებთ, რომ Proteus ადამიანებს გააბედნიერებს და თუ ასე არ მოხდება, სულ მცირე გააკეთებს იმას, რასაც მისგან ელიან, — ამბობს ლი. 

საინტერესოა ამ ამბის კონტექსტიც, როგორც ამბობენ, Amazon მოელის, რომ საწყობისთვის საკმარის ადამიანებს ვეღარ იპოვის… რობოტების გამოყენებამ კი შეიძლება, კომპანიისთვის ზოგიერთი გამოწვევა შეამსუბუქოს. თუმცა ისიც მართალია, რომ ადამიანური შრომის ჩანაცვლებას ისინი ჯერ ვერ შეძლებენ, რადგან საქმის უმეტესობას კვლავ ადამიანები ასრულებენ, რობოტები კი მხოლოდ ასისტენტები არიან.

Android ეტაპობრივ რებრენდინგს განიცდის

საქართველოს ბანკი სასურველი ნივთის შესაძენად, ნაწილ-ნაწილ გადახდის კიდევ უფრო გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს მომხმარებელს