in

30 წლის შემდეგ Amazon-მა დიზაინი განაახლა

Amazon-ში გადაწყვიტეს, რომ სიახლეების დრო იყო, ამიტომაც ბრენდინგი Koto Studio-სთან ერთად გააახლეს 15 ქვეყანასა და 50-ზე მეტ ბრენდში. ამ პროექტს 18 თვე დასჭირდა, რითაც ბრენდის ფრაგმენტაციას დაუპირისპირდნენ. ეს კი ბოლო ათწლეულებში ამაზონის სწრაფი გაფართოების შედეგად მოხდა… ახლა არ აქვს მნიშვნელობა, მომხმარებლები სასურსათო პროდუქტებს შეუკვეთავენ, შოუების სტრიმინგს დაიწყებენ თუ Amazon Clinic-ს ესტუმრებიან, გამოცდილება მეტად ურთიერთდაკავშირებული და სახალისო იქნება.

BOG
BOG

რედიზაინის ფარგლებში ამაზონის ცნობილი ღიმილი მეტად თბილი გახდა, განახლება ყურადღებას ამახვილებს A-დან Z-მდე არსებულ ისარზე და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარ მისწრაფებაზე, გაამარტივოს მომხმარებელთა ცხოვრება. 

ამ იდეის მხარდასაჭერად Koto Studio შრიფტ Amazon Logo Sans-ს გვაცნობს, რომელიც ყველგან შეგვხვდება დაწყებული მობილური აპლიკაციებით და დამთავრებული კურიერების მანქანებით.

ამასობაში, ამაზონის მანამდე არსებული Ember-ის შრიფტიც გაახლეს და Ember Modern-ის სახელით შემოგვთავაზეს. ჩათვალეთ, რომ საერთაშორისო ფონტია, რომელიც 364 ენის მხარდაჭერას გვთავაზობს და შექმნილია მკაფიო, ყოველდღიური გამოყენებისთვის.

რაც შეეხება ამაზონის ბრენდებს, მათ შორის Prime-ს, Alexa-სა და Amazon Grocery-ის, აქ განახლებული ფერთა პალიტრა გვხვდება, ფონტები კი იდენტობაზეა მორგებული. Prime ახლა თამამი ციფრული ლურჯით იქნება წარმოდგენილი,  Amazon Grocery ღია მწვანე ფერში, ხოლო სიმბოლოების ახალი სისტემა ამაზონის ღიმილითაა შთაგონებული, რათა ერთიანობის შეგრძნება შექმნას შეფუთვაში, მაღაზიებში, მანქანებსა თუ მობილურ ეკრანებზე.

რაღა თქმა უნდა, ამაზონის საკულტო ნარინჯისფერიც დაიხვეწა და ამჯერად Smile Orange-ის სახელით გაგვაცნეს. მოკლედ რომ გითხრათ, უფრო ცოცხალ ფერად გადაიქცა. 

საინტერესოა, რომ დიზაინის ამ ცვლილებებთან ერთად, ამაზონი ხელახლა აჯგუფებს მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის გართობა, ჯანდაცვა, მოწყობილობები და სურსათი გვხვდება, რითაც სურთ, მომხმარებლებს ბრენდის ეკოსისტემაში ნავიგაცია გაუმარტივონ. 

მართალია, ამაზონის ქვეშ მყოფი თითოეული კომპანია საკუთარ ხმასა და სტილს ინარჩუნებს, მაგრამ ახლა ყველა ერთ ჩარჩოში ერთიანდება. ასე კი სურთ, მომხმარებელთა მოლოდინებს უპასუხონ.

ხორბლის დაავადებები, მავნებლები და სარეველები – როგორ ვებრძოლოთ მათ

„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა