in

Amazon საწყობის თანამშრომლების სამუშაო პროცესში “მინი-თამაშებს” იყენებს

ეს რუტინულ საქმიანობას ნაკლებად დამღლელს ხდის

veon
veon

რამდენიმე წლის წინ, Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბეზოსმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ კომპანია თავის საწყობებში სოციალურ მინი თამაშებს ტესტავს, სამუშაო პროცესისთვის სათამაშო ხასიათის მინიჭების მიზნით. ექსპერიმენტი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, მხოლოდ ერთ ობიექტში. ახლა კი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის კიდევ უფრო მეტად ფართოვდება, რასაც თავად კომპანია FC Games-ს უწოდებს.

თამაშები, რომლებიც არასავალდებულოა, ძირითადად დამლაგებლებისა და დამხარისხებლებისთვის არის განკუთვნილი. გარდა ხელფასისა, თანამშრომლებს შეუძლიათ, ექვსიდან ერთი თამაში ითამაშონ და ციფრული ვალუტა ვირტუალურ ჯილდოებში გადაცვალონ, როგორიცაა დინოზავრი ან ელექტრონული შინაური ცხოველი.

როგორც Amazon აცხადებს, თანამშრომლები ამ შესაძლებლობით აქტიურად სარგებლობენ, რაც ძალიან ახარებს ხელმძღვანელობას და ამიტომ გადაწყვიტეს, პროგრამა მთელი ქსელის მასშტაბით გააფართოონ. ამ ეტაპზე, ის 20 შტატში იქნება ხელმისაწვდომი. “ამ გაფართოების ფარგლებში, თამაში კვლავ ნებაყოფლობითი იქნება. მათ, თავიანთი უპირატესობიდან გამომდინარე, შეუძლიათ, სხვა თამაშებში ჩართვა, მისი შეწყვეტა, ანონიმურად თამაში ან სრულიად უარის თქმა – არჩევანი მათზეა”.

მიუხედავად იმისა, რომ თამაშები განსაკუთრებულად კარგი არ არის, თანამშრომლები მაინც მონაწილეობენ მათში და ასე 10 საათიანი ცვლა ნაკლებ მოსაბეზრებელი ხდება.

Situationist-ის ქართული ტრადიციებით შთაგონებული კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე

შვეიცარიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი კარიერის დასრულების შემდეგ მესაათე გახდა