28
Jan
2019

რობოტი კურიერი – Amazon-მა მიტანის სერვისი წარადგინა

28 Jan 2019

რამდენიმე დღის წინ, Amazon-მა უპილოტო რობოტი Scout წარადგინა, რომლის მიზანიც მომხმარებელთან შეკვეთის მიტანაა. პირველ ეტაპზე, ონლაინ ვაჭრობის გიგანტმა სიეტლში ექვსი „სკაუტი“ გაუშვა. პატარა მაცივრით აღჭურვილი რობოტი, შეკვეთის ადრესატთან მიტანისას, საფეხმავლო ბილიკზე ბორბლების საშუალებით გადაადგილდება.

„რობოტი წინასწარი მითითებულ მარშრუტს მიჰყვება. გართულებების თავიდან ასარიდებლად, დასაწყისისთვის, „სკაუტის“ გადაადგილებას კომპანიის თანამშრომელი დააკვირდება“, – ნათქვამია Amazon-ის განცხადებაში.

„ამაზონის“ განცხადების მიხედვით, რობოტი კურიერის შემქმნელი სინ სკოტია, რომელიც 12 წელია „ამაზონში“ მუშაობს. აღსანიშნავია ისიც, რომ „სკაუტი“ დიზაინითა და ფუნქციით ძალიან ჰგავს ევროპული სტარტაპის – Starship Technologies-ის მიერ შექმნილ რობოტს, რომელიც სტუდენტებისთვის საკვების მიტანის მიზნით შეიქმნა.

განხილვა