7
Aug
2019

Amazon-ის კურიერმა რობოტებმა მუშაობა კალიფორნიიდან დაიწყეს

7 Aug 2019

Alta
Alta


„ამაზონის“ რობოტი კურიერი Scout აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ირვინის ქუჩებში გამოჩნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ რობოტმა საცდელი პერიოდი წარმატებით გაიარა. პირველ ეტაპზე კი, ირვინის მაცხოვრებლები შეძლებენ მისი მომსახურებით სარგებლობას. პროექტი კომპანიამ წლის დასაწყისში წარადგინა, რის შემდეგაც, ის სხვადასხვა ამინდის თუ სხვადასხვა სირთულის გზის პირობებში გამოიცადა. აღსანიშნავია, რომ Scout-ს დღის საათებში შეუძლია მუშაობა, რადგან მზიან ამინდში მის მიერ შესრულებული სამუშაო უფრო ეფექტურია. მართალია, Scout-ების რიცხვი, ამ ეტაპზე, ირვინის მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისი არაა, თუმცა, ის შეიძლება ამ ქალაქში მცხოვრებ ნებისმიერ მომხმარებელს შეხვდეს, იმის მიუხედავად, მიტანის რა ფორმას აირჩევს კონკრეტული მომხმარებელი. Scout საფეხმავლო ბილიკზე გადაადგილდება და რა თქმა უნდა, აღჭურვილია კამერებითა და ნავიგაციის სისტემით.

მიუხედავად იმისა, რომ ავტონომიურ რობოტს მიტანის დავალების შესრულება დამოუკიდებლად, ადამიანის ჩარევის გარეშე შეუძლია, მას ჯერ კიდევ დაჰყვებიან „ამაზონის“ თანამშრომლები, რომლებიც უკვე ერთგვარ მკვლევარებად იქცნენ. ისინი სწავლობენ გარშემომყოფების რეაქციებს, ან მომსახურებით მიღებულ კმაყოფილებას. ისინი Scout-თან ერთად არიან, თუმცა, არ ერევიან მის საქმიანობაში. ისინი ცდილობენ დაინახონ, კომუნიკაციის კუთხით, როგორ შეიძლება დაიხვეწოს უკვე ფუნქციური ტექნოლოგია.

განხილვა