in

Amazon სმარტფონს 3D ეკრანი ექნება

The Wall Street Journal-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, Amazon-ი ახალ სმარტფონებში 3D ეკრანის დაყენებას აპირებს.

ეს არ არის პირველი მცდელობა 3D-ეკრანის გამოყენების,  HTC EVO 3D და LG Optimus 3D უკვე ხმარობს ამ ტექნოლოგიას, მაგრამ ამ სმარტფონებში 3D  განზომილების დანახვა მხოლოდ სპეციალური სათვალეებით არის შესაძლებელი. Amazon-ის სმარტფონი კი სპეციალური სათვალეების გარეშე იმუშავებს და გამოსახულება ჰოლოგრამულად გამოვა ეკრანზე.

მიუხედავად იმისა,  რომ Amazon-ის კალიფორნიის ლაბორატორიაში “Lab126”  სმარტფონის გამოშვების ზუსტ თარიღს არ ასახელებენ, მისი მასიური წარმოება ტექნოლოგიების დახვეწამდე მაინც არ იგეგმება.

სანამ ახალი სმარტფონი მზადების პროცესშია, მანამ შეგიძლიათ Amazon-ის სიახლე  AmazonTV დაველოდოთ, რომელიც Apple TV-ის დიდი კონკურეტნად მოისაზრება.

რა სურს მომხმარებელს, რომ შენ იცოდე მასზე

Abercrombie and Fitch – უსახლკაროთა ბრენდი