in

Amazon-ის ახალ რობოტს საწყობში დაასაქმებენ

მიესალმეთ Sparrow-ს, Amazon-ის უახლეს ინტელექტუალურ რობოტულ სისტემას, რომელიც შეკვეთების შესრულების დასაჩქარებლად შეიქმნა. ის მილიონობით ცალკეული პროდუქტის გარჩევასა და გადაადგილებაში იღებს მონაწილეობას — დახვეწილ ტექნოლოგიას შეუძლია, ნივთები თანამშრომლების შეკვეთების მიხედვით გადაიტანოს და საწყობის სხვადასხვა ადგილას განათავსოს.

აღსანიშნავია, რომ Sparrow პირველი რობოტული სისტემაა, რომელიც ელექტრონული კომერციის გიგანტის შიდა ინჟინრების მიერ შეიქმნა. რობოტი იმდენად დახვეწილია, რომ ცალკეული პროდუქტების შერჩევა და დამუშავების უნარი აქვს, რაც მნიშვნელოვან მიღწევებს წარმოაჩენს სამრეწველო რობოტიკაში. კომპიუტერული ხედვისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სისტემას შეუძლია ამოიცნოს მილიონობით სხვადასხვა პროდუქტი — შესაბამისად, მისი მუშაობა საგრძნობლად დაზოგავს დროს და გაგზავნილი პაკეტების რაოდენობაც გაიზრდება.

„ჩვენს პარტნიორებთან მუშაობით, Sparrow განმეორებით დავალებებს შეასრულებს, რაც ჩვენს თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, თავიანთი დრო და ენერგია სხვა საკითხებისკენ მიმართონ; ასევე, გააუმჯობესონ უსაფრთხოება“, — განმარტავენ კომპანიაში.

გარდა ამისა, Amazon ირწმუნება, რომ ტექნოლოგიის განთავსება ხელს შეუწყობს ფირმის შიგნით ახალი კატეგორიის სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ათიათასობით თანამშრომლის დასაქმების წინაპირობაა. ამასთან, თანამშრომლებს, რომლებიც ცდილობენ შეისწავლონ ტექნოლოგია, შეუძლიათ ჩაირიცხონ კომპანიის მიერ დაფინანსებულ 12-კვირიან Amazon Mechatronics and Robotics სასწავლო კურსზე.

ეჭვგარეშეა, რომ Amazon მზად არის, განაგრძოს ინოვაციები და დააჩქაროს მომხმარებლისთვის შეფუთვისა და მიწოდების პროცესი. მაგალითად, საცალო ვაჭრობის კომპანიამ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ახალი დრონი, რომელიც პაკეტების მიწოდებისთვის შეიქმნა — მას ცუდ ამინდში ფრენაც კი შეუძლია, იქნება ეს წვიმა თუ ქარი.

adjarapay-ის უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო

როგორ გავუმკლავდეთ მომხმარებელთა ბრაზს?