12
Nov
2019

Amazon ახალ ბრენდს ქმნის

12 Nov 2019

Amazon სუპერმარკეტების ახალ ბრენდს ქმნის. ეს იქნება პროდუქტების მაღაზიათა ქსელი, Whole Foods-ისგან აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფციით.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, „ამაზონი“ ახალი სუპერმარკეტების ქსელის პირველ მაღაზიას ლოს-ანჯელესში ხსნის და კადრების შერჩევაც უკვე დაიწყო. კომპანიის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ახალი ბრენდი, ბაზარზე, 2020 წლის დასაწყიში გამოჩნდება და Whole Foods-ისგან განსხვავებით, მომხმარებლები თანხას სალაროში გადაიხდის.

Amazon-მა სუპერმარკეტების ქსელი Whole Foods 2017 წელს შეიძინა. გარიგების ღირებულება $13,7 მილიარდი იყო. მაშინ, კომპანიას, ბრენდისთვის არც სახელი, არც სათავო ოფისი ოსტინში და არც ტოპ მენეჯმენტი არ შეუცვლია. 2018 წელს, „ამაზონმა“, Whole Foods-დან მიტანის სერვისი დაამატა.

 

განხილვა