in

Amazon Books-მა ანიმაციის 5 სტილი კითხვის პოპულარიზაციისთვის გამოიყენა

Amazon Books-მა გლობალური კამპანია წამოიწყო, რომელიც კითხვით გამოწვეულ წარმოსახვის მაგიას ასახავს. ეს იდეა კი მან ვიდეოს, პოსტერებისა და ემოჯებით დატვირთული 3D ბილბორდებით წარმოაჩინა. კამპანიას That Reading Feeling Awaits-ის სახელით ვეცნობით, რომელიც ხუთ ცალსახად ანიმაციურ სცენაზე, ერთი საერთო მახასიათებლით არის წარმოდგენილი — ადამიანები ნოველებში სრულად ჩართულები არიან. 

ამ ისტორიების სიუჟეტები ანიმაციურია ილუსტრაციის, SFX-ის, ნელი, მიმიკური მანგას, სამეცნიერო ფანტასტიკისა და რომანტიკული სტილის გამოყენებით. ამაზონმა Droga5 London-ს კი ადამიანებში კითხვის სურვილის გაძლიერება დაავალა, რაც მულტიმედიურ ეპოქაში მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. 

რაც უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს წიგნს, მით უფრო წარმატებული იქნება მათი კამპანია, ეს წიგნების გაყიდვაზე მეტია და ამაზონთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ გვსურს, რომ ადამიანებმა მეტი წაიკითხონ და არა, უბრალოდ შეიძინონ წიგნები ამაზონზე, — აცხადებს ტომას ელიასი Droga5 London-დან. 

ტექნოლოგიურ კომპანიას სჭირდებოდა რეკლამა, რომელიც წარსულის მკითხველებს გააცოცხლებდა, რათა შეეხსენებინა, თუ რამდენად შესანიშნავია წიგნის კითხვა. საინტერესოა ისიც, რომ ნამუშევარი უფრო ჰგავს იმას, რასაც PlayStation-ისა და Xbox-ისგან შეიძლება ელოდეთ, ვიდრე წიგნებისგან. 

სხვა რაღაცების კეთება კითხვაზე უფრო მარტივი გახდა, უფრო მარტივია Netflix-ის ყურება ან სოციალურ მედიაში დაკარგვა, მაგრამ როგორც კი ადამიანები კითხვას ხელახლა დაიწყებენ, ისინი მისდამი სიყვარულსაც ხელახლა აღმოაჩენენ, — ამბობს მატ ჰაბარდი, Droga5 London-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 

მათ იცოდნენ, რომ „სქროლვისა“ და სტრიმინგის სამყაროსთან შედიოდნენ კონკურენციაში და სწორედ ამიტომ, ყველა შინაგანი ჯადოსნური აზრის გაცოცხლებაზე ფოკუსირდნენ, რასაც ადამიანის ამბავში ჩაფლობა იწვევს. თანაც, ჩვენ ყველას შეგვიძლია ერთი და იმავე წიგნის წაკითხვა და მისი განსხვავებულად წარმოსახვა…

პროექტის სხვადასხვა ასპექტზე 20-ზე მეტი ილუსტრატორი მუშაობდა. თითოეულმა მხოლოდ წიგნის ჟანრი იცოდა და სპეციფიკური სიტყვა ან ილუსტრაცია, რომელიც უნდა გაეცოცხლებინა, რამაც შედეგად, სტილთა მდიდარი კომბინაციაც მოგვცა. 

ჩვენ განსხვავებული არტისტებიდან არა მხოლოდ განსხვავებულ ნაწილებს ვიღებდით, არამედ იმაშიც ვრწმუნდებოდით, რომ ისინი ერთმანეთს ესადაგებოდა. ვთანამშრომლობდით დირექტორებთან, შემოქმედებით ხელმძღვანელებთან, დიზაინის დეპარტამენტთან და ყველა ილუსტრატორთან, რათა ეს ყველაფერი მომხდარიყო, — განმარტავს ჰუბარდი. 

თუმცა მათ არ ჰქონდათ ისეთი ემოჯი, რომელსაც კითხვისას შეყვარებული სახე ექნებოდა ან საინტერესო გაოცებას გამოავლენდა, ამიტომ იგი თავადვე შექმნეს. 

ამაზონის მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიამდე ხმის მიწვდენა და კითხვის თანამედროვე ტენდენციად ქცევა იყო. სწორედ ამიტომ, 15-20-მდე განსხვავებული ემოჯი შექმნეს, რათა კითხვისგან გამოწვეული რეაქციებიც წარმოეჩინათ. 

ჩვენ წიგნებში წარმოდგენილი 3 გრძნობა შევარჩიეთ და ისინი 3D ემოჯის სახით გავაცოცხლეთ, მაგრამ წიგნები მაინც ძალიან ბევრს იმსახურებს…, — ამბობს ჰუბერტი. 

ვის მოსმენას შეძლებთ საიუბილეო შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე?

CROSTY-მ კრიპტოვალუტით გადახდა დაამატა