in

Amazon-მა B2B მიმართულების პირველი ბრენდი შექმნა

Amazon-მა საკუთარი ბრენდი AmazonCommercial შექმნა. 25 წლიანი ისტორიის მანძილზე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა B2B მიმართულების სავაჭრო ნიშანი გამოუშვა. ბაზარზე უკვე გამოჩნდა მისი პროდუქტებიც – ხელსახოცები და ტუალეტის ქაღალდი. კომპანიის მთავარი მიზანი სწრაფად მზარდი ბაზრის ათვისებაა.

Photo Credit: Ad Age

მართალია, პროდუქტების ეს ხაზი, საცდელად, ივნისში „გაეშვა“, მაგრამ, ოფიციალური ბრენდი, აიდენტიკის  ელემენტებით, ახლა შეიქმნა. The Drum-ის ინფორმაციით, ამან კომერციული გაყიდვები უნდა წაახალისოს.

ბოლო რამდენიმე წელია, Amazon, საკუთარ ბრენდებს აქტიურად ავითარებს, რითიც, მოგების მაქსიმალურად გაზრდას ცდილობს. B2B მიმართულებით სავაჭრო ნიშნის შექმნით კი ვარაუდობს, რომ 2020 წელს, მისი შემოსავალი $6.6 ტრლნ-ს მიაღწევს (B2C გაყიდვები $3.2 ტრლნ-ია).

„ვფიქრობ, Amazon ჯერ საწყის სტადიაზეა. ბრენდი ახლა კვლევის პროცესშია. მასშტაბებიდან გამომდინარე, წესით, უნდა შეძლოს, ბაზარზე თავისუფალი ნიშნის პოვნა, სადაც იქნება მიწოდების დეფიციტი პროდუქტის ხარისხის ან ფასის მიხედვით“, – ამბობს TJI Researchის დამფუძნებელი და ექსპერტი ჯასტინ სმიტი.

Photo Credit: Twinkle Magazine

Amazon-ის გადაწყვეტილება და მზაობა, საკუთარი ბრენდის ქვეშ, B2B მიმართულების პროდუქტები გამოუშვას, პოტენციურმა კონკურენტებმა გააკრიტიკეს. სპეციალისტები კი თვლიან, რომ მათ უბრალოდ ბაზარზე პოზიციების შესუსტების ეშინიათ, რადგან პლატფორმის პრიორიტეტი საკუთარი ნაწარმის განვითარებაა.

თუ ბრენდინგისა და კომუნიკაციის კუთხით შევხედავთ, სხვა კომპანიების შიში, შესაძლოა, არ იყოს უსაფუძვლო – „ლურჯი და ყვითელი ფერების გამოყენებით, Amazon, მოახერხებს, მისი პროდუქცია მარტივად შესამჩნევი და ყველასგან გამორჩეული იყოს“.

„როცა საკუთარ კანში თავს კომფორტულად გრძნობ…“

საქართველოდან ოსკარზე ფილმი “შინდისი” გაიგზავნება