Amazon–ს მომხმარებლისთვის არაჩვეულებრივი სიურპრიზი აქვს – “მომავლის მაღაზია”. Amazon Go-ს პრინციპი ძალიან მარტივი და კომფორტული იქნება. მომხმარებელს აღარ მოუწევს სალაროს უსასრულო რიგში დგომა და დროის დაკარგვა. სასურველი პროდუქციის შესაძენად, საჭირო იქნება მხოლოდ სმარტფონი და მასში გააქტიურებული სპეციალური აპლიკაცია. თანხის გადახდა ავტომატურად მოხდება პროგრამასთან დაკავშირებული თქვენი პირადი ანგარიშის მეშვეობით.
თანამედროვე კონცეფციის მაღაზია უკვე გაიხსნა სიეტლში, თუმცა, ჯერ მას სრულყოფილი სახე არ აქვს მიღებული და ვერც მომხმარებლის მიღებას ახერხებს. Amazon Go 2017 წლის დადგომისთანავე დაიწყებს მუშაობას და როგორც ბრენდის წარმომადგენლები იუწყებიან, მსგავსი მაღაზიები არაერთ ქალაქსა თუ ქვეყანაში გაიხსნება.












