in

“Amazon”-ის პირველი რეკლამა “სუპერ თასზე”

სუპერ თასზე რამდენიმე ბრენდის რეკლამის დებიუტი შედგება, მათ შორის “Amazon”-ის. “Echo”-ს სარეკლამო რგოლი, რომელიც მათ სპეციალურად “სუპერ თასისთვის” გადაიღეს 30 წამი გრძელდება და ბრენდის მთელ ფილოსოფიას აჟღერებს “Think big — no, think bigger”.

რეკლამა სააგენტო “Leo Burnett Toronto”-ს ეკუთვნის. მთავარ როლში ალეკ ბოულდვინი და დან მარინო არიან. სიუჟეტის მიხედვით მსახიობები ბუხართან სხედან და “სუპერ თასის” წვეულებისთვის ემზადებიან. იქვე მოწყობილობა “Echo” დევს, რომელიც მზად არის წვეულების სამზადისისთვის რჩევები და ინფორმაცია გასცეს.

https://youtu.be/_y-4pGhRxek

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივესიტეტი – თანამედროვე უნივერსიტეტიდან თავისუფალ აზროვნებამდე.

“და თქვენც ამ ყველაფერს იჯერებთ?!”