in

Amazon-ის საპნის ჭკვიანი დისპენსერი მომხმარებელს ახსენებს, რამდენხანს უნდა დაიბანოს ხელი

მისი ღირებულება 54.99 დოლარს აღწევს

Amazon-მა ახალი საპნის ჭკვიანი დისპენსერი წარადგინა, რომელიც ხმოვან ასისტენტ Alexa-სთან ერთად მუშაობს. გაჯეტი 10 LED განათების კომპლექტს მოიცავს, რომელიც ხელების დაბანისას 20 წამს დაგითვლით – CDC-ის მიერ სწორედ ეს დროა რეკომენდებული მიკრობებისა და მავნე ბაქტერიების მოშორების მიზნით.

ასევე, მომხმარებლებს შეუძლიათ, დისპენსერი თავსებად Echo მოწყობილობასთან დააკავშირონ, რათა Alexa Routine პროგრამაზე მიიღონ წვდომა. ეს უკანასკნელი სურვილის მიხედვით ჩართავს სიმღერას, გეტყვით ხუმრობებს ან სახალისო ფაქტებს, ვიდრე ხელების დაბანას დაასრულებთ. ეს არჩევითი ფუნქციაა და თავად დისპენსერი არ შეიცავს მიკროფონს ან დინამიკს.

გარდა ამისა, დისპენსერის საუკეთესო ხრიკს Echo-ს მოწყობილობა არ სჭირდება – იმისდა მიხედვით, თუ რამდენად გაჭიმული გაქვთ ხელი, მეტი საპონი გამოიყოფა. ხოლო რაც უფრო ახლოს მიიტანს მტევანს, მით ნაკლებ საპონს მიიღებთ.

აღსანიშნავია, რომ ამ მახასიათებლების გარდა, საპნის ჭკვიანი დისპენსერს 802.11n Wi-Fi კავშირი გააჩნია, ისე როგორც მიკრო USB პორტი. როგორც კომპანია აცხადებს, შიდა ბატარეა დამუხტვის შემდეგ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ძლებს.

ამ ეტაპზე მოწყობილობის ღირებულება 54.99 დოლარს აღწევს, რაც გაცილებით ძვირია, ვიდრე სტანდარტული საპნის დისპენსერები.

ვითიბი ბიზნესის ქომაგი – მალონგოს ისტორია

ავტომობილი, რომელიც შექმნილია თავისუფლებისთვის – ნახეთ Dodge-ს ახალი რეკლამა