in

Amazon-მა Twitch-იდან 500-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა

ვიდეოთამაშების სტრიმინგის პლატფორმა Twitch, რომელიც ათი წლის წინ ამაზონმა 1 მილიარდ დოლარად შეიძინა, 500-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს. მიზეზი შემდეგია — კომპანია ცდილობს, ძვირადღირებული განყოფილება მოგებიანად აქციოს. პლატფორმის CEO დენ ქლენსიმ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ ელ.ფოსტაში აღნიშნა, რომ ხარჯების შემცირებისა და მზარდი ეფექტურობის შემთხვევაშიც კი პლატფორმა საჭიროზე დიდი იყო…

გასულ თვეში სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა Twitch-მა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის ბაზრიდან ძვირი გადასახადების გამო გავიდოდა. ქლენსის განცხადებით, ქსელის საფასური, რომელსაც კორეას უხდიდნენ, სხვა ბაზრებზე 10-ჯერ მეტი იყო.

საინტერესოა ისიც, რომ ამაზონმა Twitch Interactive 2014 წელს იყიდა, როცა ეძებდა გზას, რომლითაც ვიდეოთამაშებში თავისი პოზიციების გაუმჯობესებას შეძლებდა. პლატფორმა მრავალარხიან ონლაინ ქსელს წარმოადგენს, რომელიც ვიდეოთამაშებთან ერთად გაზრდილი თაობებისთვისაა შექმნილი. 

როგორც ყველამ იცით, ჩვენ გასულ წელს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა ჩვენი ბიზნესი მაქსიმალურად მდგრადი ყოფილიყო. სამწუხაროდ, გვიწევს კომპანიის შემცირება და ვწუხვარ, რადგან უნდა გაგიზიაროთ, რომ ვდგამთ იმ მტკივნეულ ნაბიჯს, რომელიც თანამშრომელთა რაოდენობის 500-ზე მეტი წევრით შემცირებას გულისხმობს, — წერს ქლენსი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ Amazon-მა Prime Video-დან და MGM Studios-დან ასობით თანამშრომელი გაათავისუფლა…

„სელფის” მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერი საერთაშორისო დაჯილდოებაზე მსაჯის სტატუსით წარდგა

სავარაუდოდ, ახლად აღმოჩენილ გალაქტიკას ვარსკვლავები არ აქვს