in

Amazon-მა, ტანსაცმლის ონლაინ საცალო ვაჭრობით, Walmart-ს გადააჭარბა

Amazon-ის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაყიდვები 41 მილიარდ დოლარამდე გაზარდა

veon
veon

Amazon-მა და Walmart-ს ქვეყნის სამოსის საუკეთესო საცალო მოვაჭრის ტიტული “ჩამოართვა”. Wells Fargo-ს ანალიტიკოსების თქმით, “ამაზონის” გაყიდვები 20-25%-ით აღემატებოდა ამ უკანასკნელს. 

გასულ წელს ელექტრონული კომერციის წარმოუდგენლად დიდმა მოთხოვნადობამ Amazon-ის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაყიდვები 41 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რაც აშშ-ში გაყიდული სამოსის 11-12%-ს შეადგენს. 

ასევე, ანალიტიკოსების პროგნოზის თანახმად გარდა ტანსაცმლისა, Amazon მალე დაიპყრობს ტექნიკისა და ავეჯის სფეროსაც და ამ მხრივაც გადააჭარბებს Walmart-ს. თუმცა ამ ეტაპისთვის ორივე კომპანია თავს იკავებს რაიმე კომენტარისგან. 

საინტერესო ფაქტს წარმოადგენს, რომ Walmart-მა ბოლო წლების განმავლობაში ტანსაცმლის ახალ ბრენდებთან დაიწყო პარტნიორობა, გაყიდვების გასაზრდელად, თუმცა შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა. Amazon-ის გაყიდვები კი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მოდის ზოგიერთი ბრენდის პროდუქცია ამოიღო. მათ შორისაა Nike, რომელიც მესამე მხარის პატენტების გაყიდვას ეწინააღმდეგებოდა და ბრენდის მოთხოვნის თანახმად, ონლაინ პლატფორმაზე შესაძლებელი არ უნდა ყოფილიყო ყალბი პროდუქციის გაყიდვა. 

ბუნებრივია, სავაჭრო ცენტრებში სიარულის შემცირებამ, სოციალურმა დისტანციამ და ლოქდაუნმა ონლაინ მაღაზიებზე საგრძნობლად გაზარდა მოთხოვნა. სწორედ ამიტომ, Amazon-ის მიაღწია გაყიდვების სტატისტიკამ პიკს პანდემიური წლის პერიოდში მიაღწია. 

სასტუმრო, რომელშიც პოლარულ დათვებთან ერთად ცხოვრებაა შესაძლებელი

“ვერ მოიცილებ, სანამ არ გადმოიტან” – მხატვარი ილია ბალავაძე