in

კურორტ გოდერძიზე „ამბასადორის“ $30 მილიონიანი სასტუმრო იხსნება

მაღალმთიანი აჭარის კურორტ გოდერძიზე „ამბასადორის“ ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 2020 წლის 1-ელ დეკემბერს იხსნება. თუმცა, ეს პროექტის მხოლოდ პირველი ნაწილია. როგორც კომპანიაში ამბობენ, „ამბასადორ გოდერძის“ მე-2 კორპუსი, ფუნქციონირებას, ოფიციალურად, 2021 წლის დეკემბრიდან დაიწყებს.

მათივე თქმით, სასტუმროს ორივე კორპუსი თანამედროვე დიზაინისა და ევროპული სტანდარტების 215 ნომერს, რესტორნებს, ლაუნჯს, საკონფერენციო სივრცეებს, სპასა და აუზებს აერთიანებს. ასევე ექნება 50 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი და თხილამურების გასაქირავებელი პუნქტი.

კომპანიაში ამბობენ, რომ „ამბასადორ გოდერძის“ მშენებლობისთვის, ჯამში, $30 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება, თავად სასტუმრო კი გათვლილია როგორც ადგილობრივ დამსვენებლებზე, ისე ტურისტებზე.

ეს „ამბასადორს“ მე-3 სასტუმროა, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე წელია უკვე ფუნქციონირებს ბრენდის სასტუმროები თბილისსა და კაჭრეთში.

ქართულ სოციალურ პლატფორმა Feedc-ის ღონისძიებების განყოფილება დაემატა

ლას-ვეგასს ახალი სლოგანი აქვს