in

ამბავი აუტისტური სპექტრის მქონე მხატვარზე, რომელმაც LEGO-სგან აბსტრაქტული კომპოზიციები შექმნა

რამდენიმე წლის წინ მხატვარ კეტლინ დუკლოსს 4 წლის შვილმა თავისივე აწყობილი ლეგოს კუბიკები აჩვენა და უთხრა, მეგონა, ეს ფერები ერთმანეთის გვერდით მოგეწონებოდაო… სწორედ ამ დროს დაიწყო ყველაფერი, მიხვდა, რომ კუბიკები, თუნდაც თავისი სენსორული მნიშვნელობის გამო, იდეალური იქნებოდა თვითგამოხატვისთვის. ამიტომაც, გადაწყვიტა, ისინი აბსტრაქტულ კომპოზიციებად ექცია.

BOG
BOG

კოლექცია მხატვარმა სწორედ იმ პერიოდში შექმნა, როცა ოჯახმა 7 წლის შემდეგ ნაქირავებ სახლში გადაწყვიტა გადასვლა. ამ ფაქტს იმიტომ აღვნიშნავთ, რომ აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის მსგავსი ცვლილებები საკმაოდ რთულია და რაღაცის კეთებით კონტროლის უნარის დაბრუნებისკენ უბიძგებს მათ. დუკლოსი კი ამბობს, რომ ეს პროცესი ფერებისა და სინათლის მიხედვით კუბიკების დალაგებამ გაუმარტივა. ამგვარად, ნამუშევრებშიც უფრო მეტად ის ფერები და ხასიათია, რომელსაც ხელოვანი სახლს უკავშირებს…

ეს ამბავი LEGO Group-ის ყურამდეც მივიდა და საოცარ კოლაბორაციაში გადაიზარდა — 6 კვირის მანძილზე დუკლოსმა დაახლოებით 4 კვადრატის აბსტრაქტული კონსტრუქცია შექმნა, რომელიც შემდგომ ლეგოს მასაჩუსეტსის ფილიალში განთავსდა — ამ ამბავს Small Tiny Starts-ის დოკუმენტური ფილმითაც გვიყვებიან:

ახლა კი დროა, ერთად ვნახოთ, როგორ გარდაქმნა დუკლოსმა ლეგოს კუბიკები აბსტრაქტულ ნამუშევრებად:

„ქალების გაძლიერებას არ ვეთანხმებით” – ზუმერის მორიგი ხმამაღალი კამპანია გარემოს იწვევს

Bitanica – არსებობს უკეთესი გზა