in

როგორ გამოვიყენოთ ამბივალენტურობა ჩვენს სასარგებლოდ?

კარიერაში საკმაოდ ხშირია პოტენციური ცვლილებები და გარდამავალი მომენტები… ეს ამბივალენტურობის გრძნობასაც აღვიძებს, რაც რაღაცის მიმართ როგორც პოზიტიური, ისე უარყოფითი ემოციების ქონას გულისხმობს. აქ წინა ხაზზე პროფესიული და პერსონალური მეები გადმოდის, რომელთა შორის დაძაბულობა იზრდება და ამბივალენტურობის სახით გვევლინება. შესაძლოა, ეს ხშირად არ იყოს კომფორტული, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნამდვილად კარგ როლს ასრულებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პრობლემები კომპლექსურია…

pasha-statiebi
pasha-statiebi

კვლევების თანახმად, ამბივალენტურობა შემოქმედებითობას, რჩევებისკენ სწრაფვისა და სამსახურის ძებნის აქტივობებს ზრდის. იგი წარუმატებელი მოქმედებების მიმართ ვალდებულების გრძნობასაც კი ამცირებს. ამიტომ, მოდით, განვიხილოთ, როგორ უნდა გამოიყენოთ ამბივალენტურობა თქვენ სასარგებლოდ. 

როგორ მოვიქცეთ? 

გარდამავალი წერტილები კარიერაში, რომელსაც უეცარი, გარე თუ სხვა სტრეს-ფაქტორები იწვევს, შესაძლოა, თქვენი კარიერული გადაწყვეტილების ხელახლა შეფასების შესაძლებლობა იყოს. თუმცა უფრო მეტად, ეს საკუთარი თავის ხელახლა შეფასების შანსს გაძლევთ. ამიტომ, უნდა დასვათ კითხვა: რას ვაფასებ და რას ვანიჭებ პრიორიტეტს? ვინ ვარ ახლა და ვინ მინდა რომ ვიყო მომავალში?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა საკუთარი იდენტობის სირთულის გააზრებაში დაგეხმარებათ. სწორედ იდენტობის სირთულის მიხედვით ყალიბდება ამბივალენტურობა — თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უნიკალური მიზნები, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ამბივალენტურ გრძნობებს იწვევს. მართალია, საკუთარი თავის შესწავლა ამაღელვებელი პროცესი შეიძლება იყოს, მაგრამ ურთიერთსაპირისპირო გრძნობებს ხშირად შფოთვამდე მივყავართ. 

ამბივალენტურობის დისკომფორტის მართვა 

ბევრი ჩვენგანისთვის ამბივალენტურობა არ არის კომფორტული, რადგან ის ხელს უშლის თანმიმდევრულობის საჭიროებას. ამაზე კი ხშირად ადამიანები არაოპტიმალური გზებით რეაგირებენ. დისკომფორტის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად, ისინი არასრულყოფილ ინფორმაციაზე დაფუძნებით იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებენ ან, შესაძლოა, ეს საერთოდ თავიდან აირიდონ… 

თუ თქვენი სამსახურის დადებით და უარყოფით მხარეებს გადახედავთ, მაგალითად, თუ დადებით მხარედ კარგ სამუშაო გარემოს, ხოლო უარყოფითად მუდმივ მივლინებებსა და სახლისგან შორს ყოფნას მოიაზრებთ, დაწინაურების წინადადების მიღებისას კი ცოტა დროს მოითხოვთ ფიქრისთვის, ეს ამბივალენტურობის მართვისთვის საშიში მიდგომა შეიძლება იყოს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ, რაც თვეებიც შეიძლება გაგრძელდეს, ამ დროის მანძილზე ჩართულობისა და ცხოვრებით კმაყოფილების შეგრძნება შეიძლება დაგაკარგვინოთ. ამბივალენტურობის თავიდან აცილების ქმედებებმა, შესაძლოა, ადამიანებს მათი იდენტობის მნიშვნელოვანი მახასიათებლების შეწირვისკენაც უბიძგოს.

იმუშავეთ ამბივალენტურობის წინააღმდეგ

საინტერესოა ისიც, რომ კვლევისას ავთენტური, არატრადიციული კარიერული გზების დანერგვის დროს საკუთარი კომპლექსურობის ათვისების დადებითი, გრძელვადიანი შედეგები გამოვლინდა და ამასთან, ის მიზეზები, რომლებიც ამბივალენტურობით თვითშემეცნებისა და ავთენტურობისკენ გვიბიძგებს. კონკრეტულად კი ადამიანებს, რომლებიც ურთიერთსაპირისპირო ემოციებს ან აზრებს ხშირად განიცდიან, ცხოვრების კონტროლის ნაკლები გრძნობა აქვთ, თუმცა უფრო გახსნილი გონებით, ცნობისმოყვარეობითა და პერსპექტიულობით გამოირჩევიან. ამბივალენტურობა ალტერნატიული პერსპექტივების ძიებასა და მიმღებლობაზეც მიუთითებს, სხვების უკუკავშირებისადმი თავდაცვის შემცირებასაც იწვევს, რაც, თავის მხრივ, განსჯის სიზუსტეს ზრდის. ამბივალენტურობას, როგორც უკვე ვახსენეთ, შემოქმედებითობასაც უკავშირებენ, რადგან ეს ადამიანებს სიტუაციების სირთულეზე მიანიშნებს. 

ასე რომ, შესაძლოა, ამბივალენტურობის შესწავლამ თქვენი გონება სხვადასხვა კარიერული ვარიანტებით გახსნას და თქვენც დროთა განმავლობაში შეძლოთ, იგი ზრდის საშუალებად ჩათვალოთ. 

როგორ გამოვიყენოთ ამბივალენტურობა კარიერის გარდამავალი მომენტების ნავიგაციისთვის?

და სად იმალება გასაღები? როგორ უნდა მივიღოთ სარგებელი ამბივალენტურობისგან? ქვემოთ მოცემული ნაბიჯები სწორედ ამაში დაგეხმარებათ: 

ნაბიჯი 1: გამოყავით დრო არეკვლისთვის

ამბივალენტურობას ცნობისმოყვარეობით მიუდექით და შეჩერდით, რათა გაიაზროთ, რას გრძნობთ. იმის გამო, რომ ეს არასასიამოვნოა, შესაძლოა, ჩათვალოთ, რომ რაღაც არასწორად მიდის ან თქვენ ცუდი გადაწყვეტილების მიმღები ხართ. მაგრამ რეალურად მას შეუძლია უფრო ოპტიმალური მომავლისკენ გაგიძღვეთ. 

ემოციები საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციებს გაძლევთ. შესაძლოა, ერთდროულად განსხვავებული გრძნობების ქონა იმ მრავალი იდენტობის მანიშნებელი იყოს, რომლებსაც თქვენ აფასებთ და იმისა, რომ თქვენთვის რაღაც მნიშვნელოვნის დაკარგვის რისკი არსებობს. ამიტომ, ნება მიეცით საკუთარ თავს, ისარგებლოს ბუნებრივად წარმოქმნილი პაუზით და ცნობისმოსყვარეობით მიუახლოვდეს კომპლექსურ გრძნობებს, რათა დაადგინოთ, რას და რატომ გრძნობთ. მაგალითად, დამწუხრებული ხართ იმის გამო, რომ ამჟამინდელ გუნდს ტოვებთ, მაგრამ გეამაყებათ, რომ თქვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და დაწინაურდით? ამაზე, როგორც ახალი უნარის შეძენაზე ან ახალი ენის სწავლაზე ისე უნდა იფიქროთ, კვლევის თანახმად, რაც უფრო მეტად იყენებთ სპეციფიკურ ენას თქვენი გრძნობების აღსაწერად, მით უფრო ძლიერი შეიძლება გახდეს თქვენი ემოციების რეგულირების უნარი. 

მეტიც, გაუზიარეთ თქვენი ამბივალენტური გრძნობები იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს გიჭერენ და თქვენ გვერდით არიან. ეს დაგეხმარებათ კომპლექსური პრობლემებისთვის  უკეთესი, ინტეგრაციული და ინოვაციური გადაწყვეტილებები მიიღოთ.

ნაბიჯი 2: მიეცით საკუთარ თავს დრო

ამბივალენტურობის სარგებელი ქრება, როცა არსებობს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების ზეწოლა. თუ შესაძლებელია, დაუწესეთ საკუთარ თავს დედლაინი, რაც საშუალებას მოგცემთ, მიუძღვნათ თქვენი დრო და ენერგია თქვენივე ემოციების მოსმენასა და ალტერნატივების განხილვას. ეს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაშიც დაგეხმარებათ. 

ნაბიჯი 3: შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ არაფერი გრძელდება სამუდამოდ

მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ერთი კარიერული გადაწყვეტილება სამუდამო არ არის. სანაცვლოდ, დაფიქრდით ამაზე, როგორც გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ახლა იღებთ. კარიერული გადაწყვეტილების მიღების სილამაზე სწორედ ეს არის, ისინი ხშირად შექცევადია და ყოველთვის იარსებებს სხვა გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოთ… 

ერთ-ერთი პრაქტიკული გზა ამ აზროვნების მისაღებად სხვა კარიერაში მაღალ საფეხურზე მდგომ ადამიანებთან დაკავშირებაა. დიახ, მათ აქვთ სიბრძნე და გამოცდილება, რომლითაც შეუძლიათ დაგეხმაროთ, იყოთ უფრო მოქნილები თქვენს კარიერულ გზაზე. ამასთან, გაიაზროთ, რომ ერთი გადაწყვეტილება არ განსაზღვრავს თქვენს მდგომარეობას სამუდამოდ. 

გამოდის, ამბივალენტურობა საკმაოდ ფუნქციონალურიც შეიძლება იყოს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამას გრძელვადიანი პერსპექტივიდან შევხედავთ. გადაწყვეტილების მიღებას, რაც ითვალისწინებს ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციების არსებობას, შეუძლია შექმნას უფრო სასიამოვნო, ავთენტური კარიერული გზა. იგი საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც მოიცავს ჩვენს მიზნებსა და იდენტობებს. მარტივად რომ ვთქვათ, როცა ადამიანები კარიერულ ამბივალენტურობას ცხოვრებისეულ ფაქტად ჩათვლიან, ისინი თავიანთი ურთიერთსაპირისპირო ემოციების დანახვასა და გამოყენებას შეძლებენ, როგორც შესაძლებლობას წინსვლისთვის და არა, პირიქით.

წყარო: HBR



7 რამ, რაც ეჯაილი გვგონია, არადა მწარედ ვცდებით

100 ლარით დაწყებული ბიზნესი და 10-წლიანი წარმატებული საქმიანობა სამშენებლო-საინჟინრო სფეროში