in

ნახეთ, ACAG-ის სააგენტოების პრინტ ნამუშევრები ბავშვის უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებით

საქართველოში ავტომობილის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ხშირად საბურავებით, სამუხრუჭე სისტემითა და სხვა ავტონაწილებით შემოიფარგლება. თუმცა, ყველაზე ძვირფასი მგზავრის უსაფრთხოება ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სწორად შერჩეული და დამაგრებული სამგზავრო სავარძელი ბავშვის მძიმე დაზიანების რისკს 71-82%-ით ამცირებს, ბევრი მშობელი მას ჯერ კიდევ არასავალდებულო აქსესუარად აღიქვამს.

სწორედ ამ პრობლემაზე ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) პრინტის კონკურსის ფარგლებში, „ამბოლმა“ სააგენტოებს სპეციალური ბრიფი შესთავაზა. კონკურსის მიზანი იყო ისეთი პოსტერების შექმნა, რომლებიც მშობლებს შეახსენებდა, რომ სამგზავრო სავარძელი ბავშვის უსაფრთხო მგზავრობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა და მისი გამოყენება ავტომობილის უსაფრთხოების ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც ნებისმიერი სხვა ავტოპროდუქტი.

კონკურსი უკვე დასრულდა და ცნობილია რჩეული ნამუშევრებიც. აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრში მოპოვებული ქულები ტრადიციულად აისახება ACAG-ის სააგენტოების წლიურ რეიტინგში.

ჟიურის გადაწყვეტილებით, საპრიზო ადგილები სააგენტოებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • პირველი ადგილი: Quick

  • მეორე ადგილი: Redberry

  • მესამე ადგილი: McCann Tbilisi

ამასთანავე, გამოვლინდა უშუალოდ დამკვეთის სიმპათიაც – კომპანია „ამბოლის“ რჩეული Quick-ის მიერ მომზადებული ნამუშევარი გახდა.

აქვე, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველა ნამუშევარი და სურვილის შემთხვევაში, მაღალი რეზოლუციით ამ ბმულიდან გადმოწეროთ.

მონაწილე სააგენტოების სრული რეიტინგი:

აქვე, შეგიძლიათ დაათვალიეროთ საკონკურსო პოსტერები. განლაგებულია შემთხვევითობის პრინციპით.

Windfor’s Tbilisi

Redberry

McCann Tbilisi

FCB Artgroup Tbilisi

Eleven

Betterfly

Quick

Maverik

Kraken

Saatchi&Saatchi Tbilisi

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია

Tbilisi Records-მა გია ყანჩელის „მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის“ პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე