in

სუპერ ამბოლი – ზამთრის კამპანია

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ავტომობილის მომზადება გვიწევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „სარბენად გასვლა“ კარგი საბურავების ხელში ჩასაგდებად, რაც სასიამოვნო და კომფორტული პროცესი ნამდვილად არ არის. კარგი საბურავები ციდან არ ცვივა და ვერც კარგ ხუნდებს წააწყდები ქუჩაში.

ამის წარმოსაჩენად, ამბოლმა, კრაკენის დახმარებით, წლევანდელ სარეკლამო რგოლში ისევ ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი თამაში გააცოცხლა, რომელიც ქართულ ყოველდღიურობას მოარგო.

მძღოლს, რომელიც ნიკა გრიგოლიას სახით გვევლინება, ზაფხულის საბურავების გამო ავტომობილი მოუსრიალდება. იწყებს ქალაქში სირბილს მანქანის ზამთრისთვის მოსამზადებლად და თვითონაც ზემოთ აღნიშნული პრობლემის წინაშე დგება.

ყველა ტურს თან სდევს პატარ-პატარა დაკვირვებები ჩვენი ყოველდღიურობიდან. ნიკა გრიგოლია ოკრიბაში ცნობილ ბლითებს დააგემოვნებს და მუშებსაც უწილადებს, ვერც დინამოს ჩაუვლის გულგრილად და ერთ გოლს შეაგდებს. შაურმაზეც არ ამბობს უარს და ჭამის შემდეგ მომატებული ენერგიით ბასლეინზე მომავალ თეთრ შკოდას მამაცად ახტება. ელიავაზე მდგარი კატები კი ვინ იცის, რას უსმენენ…

Ნიკა გზად სხვადასხვა დაბრკოლებას აწყდება. ახტება ქარის გამოტყორცნილ ნაგვის ურნებს თბილისის გარეუბანში, გადათხრილ გზებს, ლეზგინკას მოცეკვავეებს და არც დაშლილი ავტომობილებით აწყობილ ბოსს უშინდება, რადგან მის შემდეგ სუპერ ამბოლი ელოდება.

[R]

Laurin & Klement, ანუ რა ხდებოდა, სანამ Skoda შეიქმნებოდა

პირველად საქართველოში სილქნეტი 5G ტექნოლოგიის მიწოდებას იწყებს