11
Sep
2018

როცა ყოველი წამი გადამწყვეტია – სამედიცინო დრონი პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვის 

11 Sep 2018

veon
veon


ავარიის, გულის შეტევის ან სხვა შემთხვევის დროს, პირველი წუთები გადამწყვეტია. დროული პირველადი დახმარება, დაშავებულის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ხშირად, ეს ძვირფასი წამები იკარგება და ყველაზე უარეს შემთხვევაში, ამას ფატალური შედეგი მოსდევს.

ალეკ მომო – სამედიცინო დრონის კონცეფციის ავტორი და დიზაინერი, დელფის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რისკებიც მცირდება. ჰოლანდიაში უკვე არსებობს სამედიცინო დახმარების დრონი – უპილოტო აპარატი, რომელიც 100 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება.

დრონი, შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო დახმარების გამოძახებისთანავე გადის. პარალელურად, კონტაქტზეა სამედიცინო ბრიგადის თანამშრომელი და იძლევა ინსტრუქციებს, როგორ უნდა მოიქცნენ ადგილზე მყოფები დრონის დაშვების შემდეგ.

სამედიცინო დახმარების დრონს, ქალაქის ნებისმიერ კუთხეში მისასვლელად, მაქსიმუმ, 2 წუთი სჭირდება. მასზე დამაგრებულია დეფიბრილატორი. თუ პაციენტს გულის შეტევა აქვს, მიღებული ინსტრუქციებით, შესაძლებელია, ადგილზე მყოფებმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინონ.

სასწრაფო დახმარების დრონის კონცეფციის ავტორი და დიზაინერი, დელფის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ალეკ მომოა. მოწყობილობას, ჰოლანდიაში, აქტიურად და დიდი წარმატებით იყენებენ.

განხილვა