Google-ის ყოფილი ინჟინრის, ბლეიკ ლემოინის ბრალდებამ, თითქოს, ყველაზე დახვეწილი ჩათის პროგრამა LaMDA „მგრძნობიარე არსებად“ იქცა, დიდი აურზაური გამოიწვია. AI ეთიკოსების უმეტესობა კი უარს ამბობს გონივრულობის საკითხის განხილვაზე, რადგან შეუძლებელია, ხელოვნურად დაპროგრამებული მექანიზმი თავისთავად გონიერ და მგრძნობიარე არსებად იქცეს.
ლემოინის მიერ გამოქვეყნებული რედაქტირებული ტრანსკრიპტის წაკითხვისას, სრულიად ნათელი გახდა, რომ LaMDA სხვადასხვა ვებგვერდს იყენებდა ტექსტის შესაქმნელად. თავის მხრივ, ვერც ბლეიკს დავადანაშაულებთ სიცრუეში, რადგან ჩეთბოტი ნამდვილად საუბრობდა ფიზიკისა და ინდივიდუალობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, ასევე, წიგნებსა და იგავებს განიხილავდა. თუმცა ინჟინერს ერთი რამ დაავიწყდა: მთელი ეს მასალა ნებისმიერი ვებგვერდიდან შეიძლება აღმოჩენილიყო პროგრამის „ტვინში“.
მარტივად, ამ ყველაფერში ნამდვილად არ ყოფილა ცნობიერების ნაპერწკალი — არამედ, მხოლოდ მცირე ხრიკები იმის დასაფარად, რომ ხელოვნურად შექმნილი პროგრამა საუბრობს და არა ადამიანი. ბლეიკის ნარატივი სოციალური მედიის რეაქციამაც გაამწვავა… ბევრი ადამიანი აღმოჩნდა მზად ამ ამბის დასაჯერებლად. ეს კი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: არ არსებობს იმის რისკი, AI მართლა მგრძნობიარე გახდება. უბრალოდ, ჩვენ არ ვართ მზად, კომპლექსური მანქანების შესაქმნელად, რომლებსაც ადამიანების მაქსიმალურად მიბაძვა შეეძლება.
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც კომპანიამ შექმნა ჩეთბოტი, როგორც თქვენი ციფრული ასლი და თქვენი გარდაცვალების შემდეგ განაგრძობს არსებობას. რეალურად ეს არც რთული წარმოსადგენია და არც შორეულ მომავალს წარმოადგენს, რადგან ქართული სტარტაპი Anima Chatbotics უკვე მუშაობს ადამიანების ციფრული ასლების შექმნაზე. ეს სრულიად ახალ მნიშვნელობას ანიჭებს „ნეკროპოლიტიკის“ იდეას და ასევე, ახალ საზღვრებს დააწესებს ეთიკის ნორმებთან დაკავშირებით.
მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ შეუძლებელია, ხელოვნური ინტელექტი მგრძნობიარე არსებად იქცეს — მას ამისათვის რამდენიმე მახასიათებელი უნდა ჰქონდეს, მათ შორის ინდივიდუალიზმი და ყველა საკითხისადმი საკუთარი დამოკიდებულება.