31
Oct
2018

“ამელი” ფლორისტების სკოლას ხსნის

31 Oct 2018

ყვავილების მაღაზია “ამელი”, თბილისში, ფლორისტებისთვის სპეციალურ კურსს იწყებს. სასწავლო კურსი თვენახევარს გასტანს. ამ დროის განმავლობაში, სტუდენტები დეტალურად შეისწავლიან ზოგად ფლორისტიკას, საქორწილო თემატიკასა და ივენთის დეკორს. კურსი, ამელის მთავარი ფლორისტის, მაკა წიკლაურის ხელმძღვანელობით, სრულად მოამზადებს მონაწილეს ფლორისტიკაში აქტიური საქმიანობისთვის. პროგრამის ბოლოს, გამოცდის დამაკმაყოფილებლად ჩათვლის შემთხვევაში სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი. განაცხადის შევსების ვადა 15 ნოემბერს იწურება. 

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ნუკა ბარბარე ჩოხელი – ამელის თანადამფუძნებელი: „ყოველთვის, როდესაც ამელიში თანამშრომლის აყვანის საჭიროება დგას – დიდ საგონებელში ვვარდებით – ბაზარზე თითქმის არ არიან ფლორისტები და თუკი არიან, მათ უკვე აქვთ სამსახური. რეალურად მოჭრილი ყვავილების სფერო გაიზარდა, ბევრი ახალი ივენთ კომპანია გაჩნდა, ბევრი ახალი სალონი და მაღაზია, თუმცა კადრები ისევ დეფიციტურია. ჩვენი მხრივ, გაგვიმართლა თანამშრომლებში და თამამად ვაცხადებთ, რომ ამელის ბრენდს გემოვნებიანი და პროგრესული ფლორისტები აძლიერებენ და სწორედ ისინი ასწავლიან ფლორისტიკას ამელის სკოლაში შემოდგომის სეზონიდან.

საკმაოდ მაღალი აქტივობაა, ბევრი განაცხადი შემოდის და ამიტომ, შერჩევა და სტუდენტების მიღება გასაუბრების საფუძველზე მოხდება. თითო ჯგუფში 4-5 სტუდენტი გადანაწილდება. თითოეულ მათგან გადაეცემა თავისი ნაკრები, ყველა ხელსაწყო და ის ინვენტარი, რაც კურსის განმავლობაში და შემდეგი საქმიანობისთვის გამოადგება“.

მაკა წიკლაური – ამელის მთავარი ფლორისტი პროგრამაზე გერმანელ ფლორისტებთან ერთად მუშაობს: „მე მსურს ახალ თაობას ფლორისტიკის ახლი ხედვების აღმოჩენაში დავეხმარო.  მესმის, რომ ბევრისთვის ყვავილებთან ურთიერთობა გარკვეულ ჩარჩოებსა და სტანდარტებს ექვემდებარება. მე სტუდენტებს ყველა თეორიულ საფუძველს გავაცნობ, თუმცა ხშირად ვამბობ ხოლმე –  ხელი არ უნდა მიაჩვიო ცუდის, სტანდარტულის კეთებას. ამ კურსით ზუსტად ამ შესაძლებლობას ვხედავ – დავეხმარო შემოქმედებით ადამიანებს გაეცნონ ახალ ტრენდებს, შეითვისონ ახალი უნარები და აქციონ ის ახალ პროფესიად. პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ზოგადი ფლორისტიკა, საქორწილო თემატიკა და ივენთის დეკორი“.

[R]

განხილვა