in

თვითდასაქმებულები, კომპენსაციისთვის განაცხადს, 21 მაისიდან 1-ლ ივნისამდე შეავსებენ 

თვითდასაქმებულებმა, პანდემიის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაციისთვის, განაცხადები, 21 მაისიდან 1-ლ ივნისამდე უნდა შეავსონ. პლატფორმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს ვებგვერდზე იქნება ჩაშენებული. განაცხადის შევსებას შეძლებენ მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებიც.

BOG
BOG

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში სამინისტროს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსმა თეა გვარამაძემ თქვა, მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებს, კომპენსაციას, განაცხადის შევსებიდან, 10 დღის განმავლობაში ჩაურიცხავენ თვითდასაქმებულებს კი, დაახლოებით, 24 დღის განმავლობაში.

„როგორც კი მიკრო ბიზნესი განაცხადს ატვირთავს ელექტრონულ პორტალზე, 10 დღის განმავლობაში უკვე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა. თვითდასაქმებულების შემთხვევაში, სადაც საჭიროა სამუშაო ჯგუფის მიერ განხილვა, განაცხადის ატვირთვიდან 2 კვირის განმავლობაში მოხდება განხილვა და 10 დღის შემდეგ ჩარიცხვა“, – აღნიშნა თეა გვარამაძემ.

რა გვჭირდება დღევანდელ რეალობასთან ადაპტაციისთვის? – [მარკეტერის პოდკასტი მოკლედ]

„თიბისი დაზღვევა“, COVID-19-ის რისკებთან დაკავშირებული სიცოცხლის დაზღვევის ფარგლებში, 50 000 ლარს ანაზღაურებს