ცენზურა კაცობრიობის კულტურული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია… სათავეში მყოფი ადამიანები წყვეტენ, რა უნდა შემორჩეთ მომავალ თაობებს და რა უნდა განადგურდეს. არაკომერციული ორგანიზაცია Courageous Conversation Global Foundation სწორედ ცენზურის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში თანამშრომლობდა კრეატიულ სააგენტო Wieden+Kennedy New York-თან.
ვიდეორგოლი დაწყებითი სკოლის კადრებით იწყება, სადაც მოსწავლეები ღირებულებების პარადოქსს ისმენენ: „ჩვენ ვართ დაბნეული ამერიკა — ვამბობთ, რომ თავისუფლებას ვაფასებთ, მაგრამ საკლასო ოთახებიდან ვაქრობთ მარტინ ლუთერ კინგს. ვაფასებთ სიმამაცეს, მაგრამ რუბი ბრიჯს სახელმძღვანელოებიდან ვჭრით. გვჯერა ამერიკული ოცნების, მაგრამ ვშლით მეოცნებეებს, რომელთაც ჩვენს ოცნებებს გაუხსნეს გზა“.
კამპანია ბოლო წლების ტენდენციას ეხება, რომლის მიხედვითაც, მრავალმა სახელმწიფომ მიიღო კონკრეტული წიგნების ამკრძალავი კანონმდებლობა.