American Airlines აეროპორტებში მგზავრების შემოწმების ახალ გზას ცდის. დალას-ფორტ უორტის აეროპორტში მგზავრებს შეუძლიათ, უბრალოდ სახის დასკანერებითა და მობილურის აპლიკაციის გამოყენებით გაიარონ შემოწმება. შესაბამისად, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ამ პროცესთან მიმართებით სრულად გაქრეს პასპორტების საჭიროება.
Mobile ID არის ახალი აპლიკაცია, რომელიც თქვენს ვინაობას ადასტურებს, DMV ჩანაწერების გამოყენებით. იგი სპეციალურ QR კოდს შეიცავს, რათა ეს ჩანაწერები მარტივად და სწრაფად ნახვადი იყოს. მისი დასკანერების შემდეგ და კი უბრალოდ კამერაში ჩახედვაა საჭირო, ვიდრე მგზავრი შესვლის უფლებას მიიღებს.
ამასთან, აეროპორტში ინფორმაცია TSA-ს მიერ იშლება, მაგრამ მაინც რჩება მომხმარებლის მოწყობილობაზე. ბუნებრივია, ასეთი მოსახერხებელი და მარტივი ფუნქციების გამო, ეს ტექნოლოგია მგზავრობის პროცესის განუყოფელ ნაწილად დაინერგება, რაც სრულ კომფორტს უზრუნველყოფს.
სხვა ავიაკომპანიები, როგორიცაა Delta Air Lines და JetBlue Airways, იყენებენ ბიომეტრიულ სისტემას მგზავრების ბორტზე ასვლის დასაშვებად. ამ წლის ბოლოს, American Airlines გეგმავს Mobile ID-ის გაფართოებას მაიამის, ფენიქსისა და ვაშინგტონის აეროპორტებში.