in

American Airlines-ის მგზავრებს TikTok-ზე უფასო წვდომა ექნებათ!

ეს აპლიკაცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალო გართობა

veon
veon

American Airlines-მა განაცხადა, რომ ის ერთადერთი კომერციული ავიაკომპანიაა, რომელიც ყველა მომხმარებელს TikTok-ზე უფასო წვდომას სთავაზობს. მგზავრები აპლიკაციაზე წვდომას Wi-Fi-ის შეძენის გარეშე შეძლებენ.

კომპანია აღნიშნავს, რომ ეს აპლიკაცია უფრო მეტია, ვიდრე ტრენდული ცეკვის ვიდეოები… არამედ, მოგზაურებს დანიშნულების ადგილის შესახებ უამრავი ინფორმაციის თუ სამოგზაურო რჩევების მიღება შეუძლიათ.

შეთავაზება 2021 წლის 2 აგვისტოს ამოქმედდა და ავიაკომპანიის თქმით, მისი სწრაფი ინტერნეტი მგზავრებს გართობის სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობს. მათ შორის ერთ-ერთი კი “ტიკტოკია”. იმისათვის, რომ მომხმარებლებმა სერვისის გამოყენება შეძლონ, სმარტფონზე ფრენის რეჟიმი უნდა ჩართონ და AA-Inflight Wi-Fi ქსელს დაუკავშირდნენ.

მას შემდეგ, რაც მომხმარებლები ქსელს დაუკავშირდებიან, ავტომატურად aainflight.com-ზე გადამისამართდენიან. აღნიშნულ პორტალზე შესვლისას მგზავრებს ტიკტოკის რეკლამებზე დაწკაპუნება და პლატფორმაზე უფასოდ გადასვლა შეეძლებათ.

გარდა ტიკტოკისა, მგზავრებს უფასო წვდომა ისეთ აპლიკაციებზეც ექნებათ, როგორიცაა Facebook Messenger და Messenger Kids. ამასთან, ფრენისას 600-ზე მეტი უფასო ფილმისა და სატელევიზიო შოუს ყურება, საგანმანათლებლო მასალების გაცნობა შეიძლება.

ნახეთ: სანათი, რომელიც ნებისმიერ ფერსა და გრადიენტს წარმოქმნის!

ადამ დრაივერი Burberry-ს ახალი სუნამოს რეკლამაში – პროტაგონისტი, რომელიც კენტავრი ხდება