“ამერიკის ავიახაზების” ხელმძღვანელობამ, განახლებული ლოგო და იმიჯის სხვა მახასიათებლები საზეიმო ვითარებაში წარადგინა. კომპანიის კომერციული დირექტორი, Virasb Vahidi ამბობს, რომ ახალი ლოგო ძლიერი პროგრესისა და აღმასვლის გამოხატულებაა. ლურჯი, წითელი და თეთრი ფერები კი სტუმართმოყვარეობას და გულთბილ მიღებას “ნიშნავს”.
“ახალი კუდი (თვითმფრინავს კუდზეა ამერიკის დროშის ფერების ზოლები) რომელიც ამაყად მიფრინავს, ჩვენი კომპანიის წარმოშობისა და სახელის თამამი გამოხატულებაა. ახალი სიმბოლო , არწივის განახლებული გამოსახულება აერთიანებს იმ ყველაფერს, რის გამოც ხალხი “ამერიკის ავიახაზებს” ირჩევს”,- ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი.
40 წლის მანძილზე პირველი ძირეული ცვლილება მხოლოდ ლოგოს არ ეხება. განახლებულია შიდა ინტერიერიც. პირველ რეისo სახეშეცვლილმა კომპანიამ 31 იანვარს შეასრულა.
რებრენდინგზე კომპანია “Futurebrand”-ი, ბრენდის თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან ერთად მუშაობდა. როგორ მოგწონთ განახლებული ამერიკის ავიახაზები ?