რა შეიძლება აერთიანებდეს ამერიკულ რესტორანს American Diner, საიდუმლო ბარს Woland’s Speakeasy და მიხეილ ბულგაკოვის ნაწარმოებს „ოსტატი და მარგარიტა“ ?! თანაც, თბილისში?! ეს, ერთი შეხედვით, უცნაური მოგზაურობა მაჩაბლის ქუჩაზე იწყება.
1920-1933 წლები, ამერიკა. ალკოჰოლზე ზედმეტად დამოკიდებულებისა და შემდეგ, მუშათა კლასის „თავაშვებულობის“ გამო, შტატებში„ მშრალი კანონი“, იგივე პროჰიბიცია შემოიღეს. კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი – სახელმწიფოში ალკოჰოლური სასმელების წარმოება, გაყიდვა და შესაბამისად, დალევა აიკრძალა. თავისუფლების სიმბოლოდ ქცეულ ქვეყანაში გამოსავალი მარტივად იპოვეს – გაიხსნა „იატაქვეშა“, ე.წ. Speakeasy ბარები, სადაც სასმელი იყიდებოდა. დაწესებულებები გარედან არ ჩანდა და საიდუმლო შესასვლელი ჰქონდა. ასეთი ბარები, იმდროინდელ ამერიკაში ძირითად შეკრების ადგილად იქცა. შემდეგ იყო 1950-ანი წლები, Rock and Roll, Gospel, Blues, Jazz, Boogie Woogie, American Diner-ები (ამერიკული სასადილოები) შავ-თეთრი, კვადრატებიანი იატაკით, ფერადი კედლებითა და Jukebox-ებით (მუსიკალური ავტომატები).

სად შეიძლება ამერიკის ისტორიის ეს ორი მნიშვნელოვანი პერიოდი და დაახლოებით, მშრალი კანონის დროს დაწერილი „ოსტატი და მარგარიტა“ ერთმანეთს შეხვედროდნენ?! თუ არა მაჩაბლის ქუჩაზე, იქ სადაც რესტორანი American Diner და ბარი Woland’s Speakeasy-ია და სადაც 1950-იანი წლების ამერიკიდან, წიგნების თაროს გავლით, სინამდვილეში რომ საიდუმლო კარია, 1920-33 წლების ამერიკაში ხვდებით.

American Diner ახლახან გაიხსნა, Woland’s Speakeasy კი, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ. როგორც დამფუძნებელი თამარ ბობოხიძე ამბობს, ორივეს, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული და თბილისისთვის უჩვეულო კონცეფცია აქვს.

თამარ ბობოხიძე: თავიდანვე გვინდოდა, ისეთი ბარი გაგვეხსნა, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობდა. საიდუმლო ანუ Speakeasy Bar ზუსტად ასეთია. მისი კონცეფცია ამერიკაში 1920 წელს შემოღებულ „მშრალი კანონს“ უკავშირდება, როცა ქვეყანაში ალკოჰოლის წარმოება და დალევა აიკრძალა. მაშინ გაჩნდა დამალული ბარები – გარედან, შესასვლელი არ ჩანდა. იქ სასმელი, ჩვეულებრივად, იყიდებოდა. ასე შეიქმნა, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ Woland’s Speakeasy და მასთან ერთად, შევქმენით ის განსხვავებული გარემო, რაც ასე აკლდა თბილისს. ამ საიდუმლო ბარის კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი საავტორო კოქტეილებია. ძალიან გამოცდილი მიქსოლოგები გვყავს. ჩვენი ბარმენები მარადიულ შეკითხვას, „რა დავლიო“, იდეალურდ პასუხობენ – ქმნიან ექსკლუზიურ კოქტეილებს კონკრეტული მომხმარებლისთვის. გვაქვს, დაახლოებით, 30 საავტორო კოქტეილი, ბუნებრივია, ტრადიციულ და ყველასათვის ნაცნობ სასმელებთან ერთად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: Woland’s Speakeasy დაფუძნებულია „ოსტატი და მარგარიტას“ იდეით. ეს ნაწარმოები ხომ, დაახლოებით, მშრალი კანონის პერიოდში შეიქმნა. თანაც, ის იდუმალება და მისტიკა, რითიც წიგნი გამოირჩევა, თემატურად, ჩვენს ბარს ძალიან კარგად ერგება. ამიტომ, ბევრ საავტორო კოქტეილს მისი პერსონაჟების სახელები დავარქვით: ვოლანდი, ბეჰემოტი, ნატაშა, ბერლიოზი . . .

Speakeasy-ის იდეიდან გამომდინარე, ბარს სოციალური დატვირთვა თუ აქვს?
თ.ბ. : ბარში ძალიან მრავალფეროვან „ივენთებს“ ვაწყობთ. აქედან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Pub Quiz-ებია. ეს არის, ერთგვარი, ტრივია საღამოები, „რა, სად როდის“ სტილში. მაგრამ უფრო სწრაფი, მხიარული. გვყავს წამყვანი და გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილ ვიქტორინაში ეჯიბრებიან. თამაში ყოველ სამშაბათს ინგლისურად, ხუთშაბათობით კი ქართულ ენაზე ტარდება. გარდა ამისა გვაქვს: ცოცხალი მუსიკა, „ბიერ პონგი“, ფილმების ჩვენება, კოქტეილ მასტერკლასები (ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოვიდეს და თავად გააკეთოს კოქტეილი, ჩვენს ბარმენებთან ერთად). საერთოდ, ვცდილობთ, ყოველ მოსვლაზე სიახლე დავახვედროთ ერთგულ მომხმარებლებს. რაც შეეხება სოციალურ პროექტებს, ხშირად, სხვადასხვა ორგანიზაციები თუ კომპანიები, კერძო ღონისძიებისა და აქტივობისთვის იყენებენ ჩვენს სივრცეს.

რაც შეეხება რესტორანს American Diner?!
ამ ერთი წლის მანძილზე, Woland’s Speakeasy-ის ზედა სართულზე ძალიან ბევრი რამ იყო, გაქირავებული გვქონდა ფართი. შემდეგ გადავწყვიტეთ, ერთიანი კონცეფცია შეგვეკრა. მთავარი იდეა იგივეა – ახალი და გამორჩეული ადგილი თბილისში. თანაც, 1950-იანი წლების ამერიკული „დაინერი“ ყოველთვის მომწონდა – ასეთ ადგილებში, ძალიან მიმზიდველი ატმოსფეროა, დაინახავ თუ არა, სურვილი გიჩნდება, შეხვიდე და კარგი დრო გაატარო.
ეს არ არის მხოლოდ ბარი სასმელებისთვის, აქ საკმაოდ მრავალფეროვანი საკვებია. საქართველოში, ამერიკული საჭმელი, რატომღაც, მხოლოდ „ჯანქ ფუდთან“ და „ფასთ ფუდთან“ ასოცირდება. სინამდვილეში, ასე არაა. შესაბამისად, ჩვენს „დაინერშიც“ ძალიან გემრიელი კერძები და სადილებია. გვაქვს პრეტენზია, American Diner იყოს რესტორანი თავისი ბურგერებით, ჰოთ-დოგებით, სალათებითა და წვნიანებით. ჩვენთან ყველაფერია, რასაც 1950-იანი წლების ამერიკულ რესტორანში შეხვდებოდით.
1920-30-იან და 1950 წლებში, ამერიკაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო მუსიკა. American Diner და Woland’s Speakeasy, ამ მხრივ, რაიმე განსაკუთრებულს სთავაზობს სტუმრებს?
თ.ბ. : Woland-ში ძალიან ხშირად გვაქვს ცოცხალი მუსიკის საღამოები: ქანთრი ბლუზი, Rock and Roll. „დაინერის“ ერთ-ერთი მთავარი ხიბლი კი Jukebox-ია, რომელიც სხვათა შორის, ქართულმა კომპანიამ (jukebox.ge) დაგვიმზადა. ვიზუალურად, ზუსტად იმ აპარატების მსგავსია, 1950-იან წლების ამერიკაში რომ იყო. თანაც, ამ პერიოდში პოპულარული სიმღერებითაა დატვირთული.
ვისთვის არის American Diner და Woland’s Speakeasy?
თ.ბ. : Woland’s-ის სტუმრების 70% უცხოელები არიან. აქ შემთხვევით, როგორც წესი, არავინ ხვდება. ყველამ წინასწარ იცის, სად მოდის. ამიტომ, ძალიან მშვიდი და მეგობრული გარემოა. ჩვენს ბარს, ქალაქში, მეტ-ნაკლებად უკვე იცნობენ. American Diner, შედარებით, ახალია. შესაბამისად, ნელ-ნელა იზრდება მისი მომხმარებლების რიცხვი.


რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს?
თ.ბ. : Woland’s-ის მომხმარებლებს, სექტემბრიდან, კიდევ უფრო მრავალფეროვან „ივენთებსა“ და მეტ საავტორო კოქტეილს შევთავაზებთ. „დაინერის“ სტუმრებს კი – განახლებულ მენიუს, მათ შორის საუზმეს. American Diner, ამ ეტაპზე, სატესტო ვარიანტია. როგორც კი დავინახავთ, რომ ინტერესი იზრდება, უფრო დიდ და რეალურ ამერიკულ „დაინერთან“ მეტად მიახლოებულ რესტორანს გავხსნით.
[R]























