in

ამერიკელებმა ჩინელების „ჯაშუში“ საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს

სულ რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს ის, რასაც ჩინურ სათვალთვალო ბუშტს უწოდებენ. ახლა კი მისი ნარჩენების აღდგენასაც აპირებენ. პროცესები საკმაოდ სწრაფად განვითარდა: მას შემდეგ აკვირდებოდნენ, რაც ალეუტის კუნძულები გადაკვეთა, 2 თებერვალს ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს, რასაც ჩინეთის აღიარებაც მოჰყვა — საჰაერო ბურთი მათი იყო, მაგრამ ჯაშუშობისთვის ან ამერიკულ საჰაერო სივრცეში შეღწევისთვის ნამდვილად არ ყოფილა გამიზნული. ამის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პეკინში ჩანიშნული შეხვედრაც კი გააუქმა…

საინტერესოა ისიც, რომ პენტაგონმა მეორე საეჭვო ჩინური ბუშტი ნახა ლათინო ამერიკის თავზე, 4 თებერვალს კი განაცხადეს, რომ სადღაც მესამეც უნდა ყოფილიყო… საჰაერო ბუშტებზე დაკვირვება ჯერ კიდევ 1794 წლით თარიღდება, როცა ფრანგებმა ფლერუსის ბრძოლაში საჰაერო ბუშტი ავსტრიელებისა და ჰოლანდიელების დასაკვირვებლად გამოიყენეს… დიახ, იგი კამერებით არის აღჭურვილი და ინფორმაციებს ფოტოგრაფიისა და სხვა გამოსახულების ტექნიკის საშუალებით აგროვებს. 

თუმცა რაში სჭირდებათ საჰაერო ბუშტები, როცა სატელიტები არსებობს? თუ დაგვეთანხმებით იმაში, რომ რაც უფრო ახლოს ხართ კონკრეტულ ობიექტთან, მით უფრო მკაფიოდ ხედავთ მას, მაშინ პასუხსაც თავადვე მიხვდებით. 

რა ტიპის სათვალთვალო სისტემა აქვს ჯაშუშ საჰაერო ბუშტებს?

ჯერჯერობით ზუსტად ვერ გვეუბნებიან, რა ტექნოლოგიით იყო ჩინური მფრინავი ჯაშუში აღჭურვილი, მაგრამ, ზოგადად, აქ განსხვავებული ტიპის კამერები განსხვავებულ ინფორმაციებს გვაწვდის. თუ გამოსახულებას ელექტრომაგნიტურ სპექტრში იღებენ, ადამიანები ხილულ სპექტრს ხედავენ, ამგვარად, როცა გაქვთ კამერა და ძაღლს ფოტოს უღებთ, ეს ხილული ფოტოგრაფიაა. აქვე, იყენებენ ჩვეულებრივი ფოტოგრაფიის მეთოდს, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია ობიექტების მიახლოება. მნიშვნელოვანია ინფრაწითელი გამოსახულებაც, რაც საშუალებას გვაძლევს, სიბნელეშიც დავინახოთ. 

თუმცა თუ გგონიათ, რომ მას ადამიანები მართავენ, ძალიან ცდებით. რაც უნდა გასაკვირი იყოს, იგი ქარის მიმართულებასა და ამინდზეა სრულად მინდობილი. საინტერესოა ისიც, რომ ზოგჯერ ჯაშუში საჰაერო ბუშტები სპეციალური აპარატურით არის აღჭურვილი, რათა სხვადასხვა სიმაღლეზე სასურველი ქარის მიმართულების დასაჭერად ავიდეს. ამერიკელები აცხადებენ, რომ კონკრეტულ ბუშტს პროპელერებიც ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე მფლობელებს მეტი კონტროლი ექნებოდათ…

აქვე, ე. წ. კარმანის ხაზზე უნდა მოგიყვეთ — საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარია, რომელშიც საჰაერო ბუშტი 100 კილომეტრის სიმაღლეს არ უნდა გადასცდეს. ეს ბუშტი ნამდვილად იცავდა ამ ხაზს, რაც მიგვითითებს, რომ იგი ამერიკულ საჰაერი სივრცეში შეიჭრა. 

რას ამბობენ ჩინურ საჰაერო ბუშტზე?

საბჭოთა კავშირის დროს მრავალჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ამერიკა მსგავს ჯაშუშ საჰაერო ბუშტებს იყენებდა, თუმცა ეს მალევე ჩაანაცვლეს თვითმფრინავებით, U-2-ებითა და სატელიტებით. ჩინეთი კი მათ კვლავ გამუდმებით სდებდა ბრალს სატელიტებითა თუ გემებით თვალთვალში. პროვოკაციული ქმედებებითაც გამოირჩეოდნენ, მაგალითად, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სხვა ქვეყნების საზღვრებთან ახლოს ცურავდნენ… ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ უახლესი ფაქტიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება. 

თუმცა ეს დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს ამერიკისთვის, არც მოწინავე ტექნოლოგიითა აღჭურვილი და არც რეალური სამხედრო მიზანი აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინელებს ექსპერიმენტები უყვართ, შესაძლოა, ახლაც სურდათ, ენახათ, რამდენად შორს წავიდოდნენ. თუმცა კონკრეტულ მცდელობას ბევრი პოლიტიკურ გზავნილადაც მიიჩნევს… 

მეცნიერები დამატებითი მკლავის შექმნაზე მუშაობენ

Zoommer-ის მარკეტინგს თათია (თუთიკო) მუჯირი უხელმძღვანელებს