in

აშშ-ში Covid-19-ზე ვაქცინირებული უფრო მეტია, ვიდრე გამოვლენილი შემთხვევა

შედეგის მისაღებად 330 მილიონი ამერიკელიდან 70%-დან 85%-მდე მაინც უნდა აიცრას

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტატისტიკურად, უფრო მეტ ადამიანს აქვს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული, ვიდრე ქვეყანაში დადებითი შემთხვევების რაოდენობაა დაფიქსირებული. მართალია, ჯერ სამომავლო მდგომარეობის პროგნოზირება ადრეა, მაგრამ მსგავსი სურათი იმედისმომცემ განწყობას ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ვაქციანაცია შეფერხებით მიმდინარეობდა, ამ ეტაპისთვის ამერიკელთა 7.8%-მა მიიღო ვაქცინის ერთი ან მეტი დოზა, ხოლო 1.8% უკვე სრულად არის აცრილი.

ჯანდაცვის ოფიციალური პირების თანახმად, ასეთი აქტიური ვაქცინაცია იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ემსახურება, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახგვეხმარება. ისინი, მათ შორის ენტონი ფაუჩიც, ფიქრობენ, რომ ამის მისაღწევად, 330 მილიონი ამერიკელიდან 70%-დან 85%-მდე მაინც უნდა აიცრას და სწორედ ვაქცინის დახმარებით გაუმკლავდეს გამოწვევას.

თუმცა იმუნიზაციის მცდელობა ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი, რაც კორდინაციის ნაკლებობით, დაბნეულობით (ვის უნდა ჰქონდეს ვაქცინაზე წვდომა) და მიწოდების დეფიციტით არის გამოწვეული.

“ვაქცინას ისეთი უამრავი ადამიანი იკეთებს, რომელიც რისკჯგუფშ არ არის. ეს თუ ასე გაგრძელდა, ბევრად დიდი დრო დასჭირდება ვირუსისა და სიკვდილიანობის შემცირებას. გარკვეულ ეტაპზე ყველამ უნდა მიიღოს ვაქცინა, მაგრამ ახლა მე შეშფოთებული ვარ ამ სისტემის უთანასწორობით” – ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვაქცინების დაშვების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ბილ მოსი.

იაპონური ხედები, რომლებიც ანიმეს სცენებს მოგვაგონებს

სავაჭრო ცენტრები გაიხსნა – ახალი რეალობა და 5 მიზეზი, რატომ უნდა წახვიდეთ „ისთ ფოინთში“