in

ამერიკელი ფერმერი, რომელიც ყავის ახალ გემოს გვთავაზობს

გაიცანით გერიტ ვან ტოლი, ამერიკელი ფერმერი და უბრალოდ, ყავის დიდი მოყვარული. გერიტს მისი ძროხები განსაკუთრებულ პატივში ჰყავს, მათთვის მდელოზე სხვადასხვა ჯიშის არგენტინული და ახალზელანდიური ბალახიც კი აქვს გაშენებული. ზუსტად ასეთი ზრუნვის შედეგია მისი ფერმის უგემრიელესი რძე.

BOG

ყავის სიყვარულმა გერიტი ნიუ–იორკში ჩაიყვანა. იქ მან Organic Valley Coffe Shop ნატურალური რძის პროდუქტების პატარა მაღაზია გახსნა. ამ მაღაზიაში განსაკუთრებულ ყავას ამზადებენ. ფერმერს დააინტერესა, რამდენად აფასებენ მეგაპოლისში გემრიელ ყავას.

მიუხედავად იმისა, რომ გერიტი ყავას არ აწარმოებს, იგი ძალიან გემრიელ და ნატურალურ ყავას სთავაზობს თავის მომხმარებელს. საიდუმლო ერთ ინგრედიენტშია – ეს რძეა, რომელიც გერიტის ფერმიდან მოაქვთ. ყავისთვის რძის სამი დოზირებაა შემოთავაზებული: მცირე, საშუალო და სავსე ჭიქა, – თქვენ მხოლოდ ყავას უმატებთ. გაიხსენეთ, სხვა დანარჩენ კაფეებში პირიქითაა, გეკითხებიან ყავას რძე დაუმატოთ, თუ არა?! აქ კი გემოს ნატურალური რძე აყალიბებს,  რომლის ხარისხზე ბუნება და ფერმერები ზრუნავენ.

 

Bridgestone–ის გახვრეტილი საბურავით მგზავრობა პრობლემას აღარ წარმოადგენს

როგორ მივიღოთ 20%-ით მეტი მოგება უძრავი ქონების გაყიდვით?! – Cif–ის ექსპერიმენტი