in ,

ყველაზე მასშტაბური გაქცევა ამერიკის ციხიდან – კამპანია #FreeToWalk

ფინანსური დამოკიდებულობის გამო, უამრავი ქალი მოძალადე პარტნიორთან ცხოვრებას აგრძელებს. ამ პრობლემის მთელი თავისი სიმძაფრით საჩვენებლად, სააგენტო Leo Burnett-მა და ფონდმა Allstate Foundation, #FreeToWalk კამპანიის ფარგლებში, სარეკლამო რგოლი დაამზადეს.

 

ვიდეოს ინსპირაციად მიჩიგანელი ქალი ლორი იქცა, რომელიც ორი წლის განმავლობაში ტამპონის ყუთებში აგროვებდა ფულს იმისთვის, რომ მოძალადე ქმრისგან თავის დასაღწევად საკმარისი სახსრები ჰქონოდა.

“ყველაზე მასშტაბური გაქცევა ამერიკის ციხიდან” – ასე ქვია ვიდეორგოლს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება იქცეს ჩვეულებრივი ოჯახური გარემო ზოგისთვის ციხედ.

იმ ადამიანებს, ვისაც იძულებით ქორწინებაში ყოფნა უწევთ, “იისფერი საფულე” ეხმარება. ეს Allstate Foundation-ის ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც უკვე მრავალი წელია ქალებს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაში ეხმარება. სწორედ “იისფერი საფულის” მიხედვით, ფინანსური ფაქტორი ის უპირველესი მიზეზია, რომლის გამოც ქალები აგრძელებენ, ან უბრუნდებიან მოძალადესთან ერთად ცხოვრებას. ოჯახური ძალადობის 99%-ის შემთხვევაში ფინანსური შევიწროვების ფაქტები ფიქსირდება.

ამ ეფექტური ვიდეორგოლის საშუალებით ნახავთ, თუ როგორ შეიძლება იქცეს ფინანსური დამოკიდებულება ძალადობის მთავარ იარაღად.

ქალების დასახმარებლად თანხის გადარიცხვა მსურველებს purplepurse.com-ზე შეუძლიათ.

McDonald’s–მა ფეხბურთის მოპაექრე ფანების შერიგება ორიგინალური ყელსახვევებით გადაწყვიტა

“რა განსხვავებაა კარგსა და დიდებულს შორის?!” – Nike-ს ახალი აპლიკაცია გონებრივი შესაძლებლობების გასავითარებლად