4
Jul
2017

Ancestry-ის ვიდეორგოლში გაცოცხლებული ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია

4 Jul 2017

კობი
კობი


4 ივლისი ამერიკის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი და სწორედ ის დღეა, რომელსაც მთელი ქვეყანა გრანდიოზულად აღნიშნავს. ამ დროს კომპანიებიც თავიანთ სათქმელს ამბობენ და საზოგადოებას საინტერესო სარეკლამო კამპანიებსა თუ ვიდეორგოლებს სთავაზობენ. Ancestry.com-მა სწორედ სააგენტო Droga5-ის მიერ შექმნილი ერთი ასეთი რგოლი შემოგვთავაზა, რომელშიც მან ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააცოცხლა. Declaration Descendants ასე ჰქვია ვიდეოს, რომელშიც დეკლარაციაზე პირველი ხელის მომწერების ნამდვილი შთამომავლები მონაწილეობენ. მართალია, სააგენტოსაც და ორგანიზაციას მათ მოსაძებნად საკმაოდ ბევრი დრო თუ შრომა მოუწიათ, მაგრამ შედეგი წვალებად ნამდვილად ღირდა. უდავოდ ეფექტური და საოცრად შთამბეჭდავია ამ მნიშვნელოვან დღეს ისტორიული ადამიანების შთამომავლებისგან კიდევ ერთხელ მოსმენილი დამოუკიდებლობის დეკლარაცია.

განხილვა