in

კვლევა – ამერიკის შესახებ ცნობები კოლუმბამდე 150 წლით ადრე არსებობდა!

კვლევა მილანელი ბერის გალვანეუს ფლამას 1345 წლის დოკუმენტს ეფუძნება

უძველესი წერილების ახალი ანალიზის თანახმად, იტალიელმა მეზღვაურებმა ამერიკის შესახებ ცნობილ “აღმოჩენამდე” 150 წლით ადრე იცოდნენ. შუა საუკუნეების ლათინური ლიტერატურის სპეციალისტმა პაოლო კიეზამ მილანელი ბერის გალვანეუს ფლამას 1345 წლის დოკუმენტი შეისწავლა – სწორედ აქ მიაკვლია დღეისათვის ცნობილი ჩრდილოეთ ამერიკის აღწერილობას.

M2
M2

კიეზას მიხედვით, 2013 წელს აღმოჩენილი ნარკვევი ცხადყოფს, რომ გენუის მეზღვაურებმა ამ მიწის შესახებ იცოდნენ. როგორც კიეზა განმარტავს, დოკუმენტის საფუძველზე, ამერიკის კონტინენტზე არსებული მითითებების პირველ წყაროს მივაკვლიეთ. თუმცა ამ დროს იგი ჯერ კიდევ ემბრიონულ სტადიაში იმყოფებოდა.

გალვანეუსი დომინიკელი ბერი იყო, რომელიც მილანში ცხოვრობდა და ქალაქის მფლობელ ოჯახთან იყო დაკავშირებული. მან რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოები დაწერა ლათინურად, ძირითადად ისტორიულ თემებზე. ეს ნამუშევრები ინფორმაციის ღირებულ წყაროს წარმოადგენს მილანის იმდროინდელი ფაქტების შესახებ. კიეზას მიერ შესწავლილი დოკუმენტი Cronica universalis დომინიკელი ბერის ერთ-ერთ გვიანდელ ნაწარმოებად ითვლება. შესაძლოა, უკანასკნელიც კი იყოს, რადგან დაუმთავრებელი და არასრულყოფილია. მისი მიზანია, მთელი მსოფლიოს ისტორიის დეტალური აღწერა უზრუნველყოს – დაწყებული სამყაროს შექმნიდან, დასრულებული მისი გამოქვეყნების მომენტამდე.

როგორც ჩანს, გენუა ახალი ამბების კარიბჭეს წარმოადგენდა, სადაც გალვანეუსი არაფორმალურად ისმენდა შორეულ ჩრდილო-დასავლეთში მდევარე მიწების შესახებ ჭორებს. ასევე, ინფორმაციები ვრცელდებოდა გრენლანდიის შესახებ. “ეს ჭორები მეტად ბუნდოვანი იყო კარტოგრაფიულ ან სამეცნიერო წარმოდგენებში თანმიმდევრულობის მოსაძებნად. თუმცა ეს უპრეცედენტო მტკიცებულებაა იმისა, რომ ამერიკის კონტინენტის შესახებ ცნობები იტალიაში კოლუმბამდე 150 წლით ადრე გავრცელდა” – ამბობს პროფესორი.

საგულისხმოა, რომ დოკუმენტში სხვა წყაროებისგან განსხვავებით ე. წ. “მარკალადა” განხილულია არა როგორც ჩრდილოეთ ტერიტორია, არამედ როგორც ჩრდილოეთ იტალია. გალვანეუსის მიერ აღწერილი მარკალადა მდიდარია ხეებით და ცხოველებით. შესაძლოა, ეს დეტალები, ნებისმიერი კარგი ქვეყნის დამახასიათებელი ნიშნების მსგავსად, სტანდარტული იყოს, მაგრამ არა – უმნიშვნელო.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – რამდენად უნდა ვენდოთ დომინიკელი ბერის ცნობებს? კიეზას თქმით, Cronica universalis სანდო წყაროს წარმოადგენს, რადგან იგი ზეპირსიტყვიერებასა და სხვადასხვა მიწაზე არსებული ტრადიციების ისტორიების ელემენტებს მოიცავს (ლეგენდალურსა და რეალურს). “მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა დავიჯერო მისი. თანაც, უკვე დიდი ხანია, გენუასა და კატალონიის XIV საუკუნის საზღვაო სქემები ჩრდილოეთის უფრო მოწინავე გეოგრაფიულ წარმოდგენას გვთავაზობს. რაც ამ რეგიონთან უშუალო კონტაქტის გზით მიიღწევა.

“ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ იტალიელი ან კატალონიელი მეზღვაურები ოდესმე ისლანდიაში ან გრენლანდიაში მიდიოდნენ, მაგრამ მათ შეეძლოთ, ამგვარი წარმოშობის საქონლის ყიდვა ჩრდილოეთ-ევროპელი მოვაჭრეებისგან”. გალვანეუსის მიერ ნახსენები ინფორმაციები, შესაძლოა, ამ დინამიკის ნაწილი იყოს. გენუელებს შეეძლოთ თავიანთ ქალაქში მიმოფანტული ამბები მოეტანათ სხვადასხვა მიწის შესახებ, ზოგი რეალური და ზოგიც ფანტასტიკური. თავის მხრივ, ამ ცნობების გავრცელების სათავეს ნავსადგურები წარმოადგენდა.

სამწუხაროდ, ლათინურად დაწერილი Cronica universalis ჯერ არ გამოქვეყნებულა. თუმცა, გამოცემა იგეგმება მილანის უნივერსიტეტის მიერ წახალისებული სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამის კონტექსტში.

მალე Grand Theft Auto-ს კლასიკური თამაშების განახლებულ ვერსიებს ვიხილავთ

ასე უნდა მოამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის – „თეგეტა მოტორსის“ ოქტომბრის რჩევები და შეთავაზებები