17
Oct
2012

” იყავი ცნობისმოყვარე”- ამბობს American Express-ის მარკეტინგის დირექტორი

17 Oct 2012



ჯასტინ ჰანემანი, American Express-ის მარკეტინგის დირექტორია, იგი თბილისში დაგეგმილი გლობალურ ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერია. Marketing Kingdom Georgia 12-13 ნოემბერს საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისში ჩატარდება .

American Express-ში ჯასტინის პასუხისმგებლობაში ბრენდის განვითარება, ახალი სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება შედის, სტრატეგიის მიზანი ევროპაში ნეთვორქინგის გაზრდაა. American Express-ში ჯასტინის კარიერა  2003 წელს იწყება, ამ დროს მას მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიცია ეკავა .

ექსკლუზიურად, მარკეტერისთვის  სტატიაში ჯასტინი მარკეტინგულ სამყაროში ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრებს

1. გააცნობიერეთ, რომ მარკეტინგი უბრალოდ ეკონომიკაა პრაქტიკაში. ვისაც ნასწავლი გაქვთ მოთხოვნა მიწოდების კანონები, მარკეტინგი არის პროდუქტის შემუშავების პროცესი, რომელიც გათვლილია კონკრეტულ სეგმენტზე, ცალკე მუშავდება საფასო პოლიტიკა, უნდა განისაზღვროს პროდუქტის პოზიციონირება და ბოლოს მისი დისტრიბუცია, რათა შექმნათ ღირებულება.

2. შემოქმედებითი განვითარება მარკეტინგის მხოლოდ მცირე ნაწილია, ასე რომ ეცადეთ დაიცვათ ბალანსი და გაითვალისწინეთ მარკეტინგის ყველა ინსტუმენტი თუ ელემენტი. სამწუხაროდ ბევრი მარკეტერი ცდილობს რომ დახატოს “ლამაზი სურათი”. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თქვენი პროდუქტის “დაპირება” და სარგებელი რომელიც დღის ბოლოს უნდა მიიღოს მომხმარებელმა  უფრო მნიშვნელოვანია.

3. გახდით სოციალურები, მაგრამ არა იმიტომ რომ ეს დღესდღეობით მარკეტინგულ სამყაროში მოდაშია ან “მაგარია” . სამთავრობო რეგულაციები ზღუდავენ მონაცემთა კონფიდეციალურობას და დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანი აქტიურად წყვეტს კავშირს ძველ და პოპულარულ მარკეტინგულ არხებთან, ამიტომ აუცილებელია ბრენდები, პროდუქტები და სერვისები იყვნენ იქ სადაც ხალხია, იქ სადაც მათი პოტენციური მომხმარებლები არიან.

4. დაიწყე პატარა ნაბიჯებით და შემდეგ გაზარდე  მანძილი. ხშირად მარკეტინგის პრობლემები დაჯგუფებული და გადაფარულია პროდუქტის გაყიდვის სურვილით. ყველას უნდა ახალი პროდუქი რომელსაც ძლიერი ბრენდი უმყარებს ზურგს, ყველას სურს მის პროდუქტს როგორც არსებული ასევე ახალი კლიენტებიც ყიდულობდნენ. ბრენდები, პროდუქტები, გაყიდვების არხები, პროდუქციის დისტრიბუცია, ამ ყველაფერს სჭირდება დრო. ამოიცნე სად მდებარეობს სუსტი წერტილები და განსაზღვრე რომელი და რანაირად უნდა გაამყარო და ეტაპობრივად აკეთე საქმე.

5. იყავი ცნობისმოყვარე

გარდა American Express-ის პრეზენტაციისა, Marketing Kingdom Georgia-ზე წარმოადგენილი იქნება ინტერაქტიული პრეზენტაციები ისეთი კომპანიებისაგან როგორიცაა Yahoo!, Go Viral, Novartis, Sony Music, Oracle და სხვა.

შეგახსენებთ 12-13 ნოემბერს, საქართველოში პირველი გლობალური მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია “Marketing Kingdom Georgia”, ღონისძიება საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისში ჩატარდება. ღონისძიების ექსკლუზიური მარკეტინგული პარტნიორია Marketer.ge, მედია პარტნიორები არიან Georgia Today, Radio Fortuna, Info-tbilisi.

 

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:

http://www.thepworld.com/experiences/marketing-kingdom-tbilisi.aspx

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.