17
აპრ
2018

1975 წლის შემდეგ AMEX-ის ვიზუალური იდენტობა პირველად შეიცვალა!

17 აპრ 2018

ლოგო, რომლითაც American Express-ს 1975 წლიდან მოყოლებული ვცნობთ, შეიცვალა. პირველად, ბოლო ათწლეულების მანძილზე, AMEX-მა რებრენდინგი განახორციელა. განახლებული ბრენდინგის კონცეფციაზე, კომპანიასთან ერთად, საერთაშორისო დიზაინ სტუდიო Pentagram-მა იმუშავა. ახალი ვიზუალის მიზანია, განამტკიცოს ბრენდის იდენტობა და ეფექტურობა სხვადასხვა პლატფორმაზე, ხოლო კონცეფცია შემდეგია: Powerful Backing: Don’t Do Business/ Don’t Live Without It. ახალი გრაფიკული ელემენტები, ფოტო და ილუსტრაციულ გამოსახულებებთან ერთად, მოქნილობას მატებს ბრენდს. ამასთან, განახლებული ვიზუალი მეტად ადაპტირებულია და აღქმადი. ახალი ლოგო მოსახერხებელია მომცრო ფართობზე განსათავსებლადაც, მაგალითად Instagram-სა და Twitter-ზე. ორ ნაწილად დაყოფილი “Am Ex”, სადა ლურჯ ფონზე, საკმაოდ მარტივად აღსაქმელია.

BOG name
Bog name mob

განხილვა