New Trend Department Store – საქართველოში პირველი 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, განსხვავებული კონცეფციის საშოპინგე სივრცეა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ხალხმრავალ, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, 46 ნომერში მდებარეობს. მაღაზია მოდის მოყვარულებს შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას და მსოფლიოში აღიარებული დიზაინერული ბრენდების ქალისა და მამაკაცის უახლეს კოლექციებს სთავაზობს. New Trend-ის სივრცეში წარმოდგენილი ბრენდების ჩამონათვალი იმდენად დიდი და შთამბეჭდავია, გადავწყვიტეთ, თითოეული მათგანის კონცეფცია, ხედვა უფრო ახლოს გაგაცნოთ, რაც თქვენი შოპინგის გამოცდილებას უფრო სასიამოვნოს გახდის და სასურველი სტილის სამოსის შერჩევის პროცესს გაგიმარტივებთ.
დღეს Ami Paris-ის შესახებ მოგიყვებით. ახალგაზრდა, ფრანგული ბრენდის სამოსმა მსოფლიოს მრავალი ადამიანის, მათ შორის, ქართველი მოდის მოყვარულების გული მოიგო, თუმცა ცოტამ თუ იცის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლოგოს წითელი გულისა და დიდი ლათინური ასო ‘’A’’ -ს მნიშვნელობა. Ami Paris პარიზის სიყვარულით შექმნილი მარტივი და დახვეწილი ბრენდია, მათთვის ვინც მოდისგან „დაიღალა“.
ბრენდის შემქმნელი წარმოშობით ნორმანდიელი, ალექსანდრე მატიუსია. კარიერის დასაწყისშივე დიზაინერი Christian Dior-ში, Givenchy-სა და Marc Jacobs-ში მუშაობდა, თუმცა რაღაც ეტაპზე მან გაიაზრა, რომ ის ქმნიდა სამოსს, რომლის შეძენასაც თავად ვერასდროს შეძლებდა:
„ერთ-ერთი დიდი მოდის სახლისთვის მე ვაკეთებდი სვიტერს, რომლის ღირებულებაც 2000 ევრო უნდა ყოფილიყო. პროცესში გავჩერდი და ვფიქრობდი: მე ვერასდროს მივცემ ჩემს თავს უფლებას ამ სვიტერის შეძენის, რომელიც ახლახან შევქმენი. ეს იყო მომენტი „ევრიკა!”.
ამის შემდეგ, ალექსანდრე მატიუსიმ ცნობილ დიდ მოდის სახლებთან მუშაობა შეწყვიტა და საკუთარი ბრენდი Ami Paris შექმნა. მიუხედავად ნორმანდიული წარმოშობისა, პარიზი ალექსანდრე მატიუსის ნამდვილი სიყვარულია. კლასიკური ჟანრის ყოფილი მოცეკვავე ყოველთვის გრძნობდა კავშირს გასტრონომიისა და მაღალი მოდის დედაქალაქ პარიზთან. თითოეულ კოლექციას დიზაინერი თავისუფალი, ნამდვილი და მეგობრული ემოციებით ქმნის. მისი შთაგონების ერთ-ერთი წყარო პარიზის მოდის უნიკალური კულტურაა. შემთხვევითი არ არის ბრენდის სახელი Ami, რომელიც ფრანგული სიტყვაა და მეგობარს ნიშნავს, რაც თავისი მნიშვნელობით ყველაზე კარგად ასახავს ნდობასა და მჭიდრო კავშირს. სწორედ ამ განწყობის დამყარებას ცდილობს ალექსანდრე თავის მომხმარებლებთან. ბრენდის დასახელება Ami ასევე დიზაინერის სახელის ინიციალებს ასახავს. სასიყვარულო წერილის მსგავსად, ლოგოტიპი სიყვარულის ქალაქ პარიზისა და გულის ფორმისგან შედგება, რომელიც დიდ ლათინურ ასო A-ზე დგას და ეიფელის კოშკის ასოციაციას იწვევს. დიზაინერის ჩვენებები პოდიუმზე, ასევე, მონმარტზე წარმოდგენილი თვალწარმტაცი პარიზით არის შთაგონებული. ბრენდი სწრაფად გახდა ცნობილი თავისი სიმარტივით, ელეგანტური და დახვეწილი სტილით, რომელიც ყველა თაობის წარმომადგენელს ერთნაირად ხიბლავს.
პარიზის მოდის კვირეულზე წარდგენილი Ami Paris-ის უახლესი კოლექციების აღმოჩენა, შერჩევა და შეძენა როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს New Trend-ის სივრცეში შეუძლიათ. ახალგაზრდული, მოდური და უდარდელი ამ სამი ძირითადი თვისებით ხასიათდება ბრენდი, რომელიც სრულყოფილი გარდერობის შექმნაში დაგეხმარებათ და მასში ნამდვილ ფრანგულ განწყობას შემოიტანს.
[პარტნიორის კონტენტი]