in

ამინდის ცვლილება ობობების ჩვენს სახლებში შემოჭრას იწვევს

ეს იდეალური ადგილია დასამალად და კვერცხების დასადებად

წარმოიდგინეთ, შედიხართ ოთახში და ხედავთ უამრავ ცოცხალ ობობას… სწორედ ეს მოხდა ავსტრალიაში, პეტა როჯერსი “თვითერზე” აქვეყნებს ფოტო და ვიდეო მასალას, საიდანაც ვიგებთ, რომ მისი მეგობრის სახლში ობობების “შემოსევა” იყო.

“ეს არც ისე ცუდია, ალბათ 50-60 იქნება” – ამბობს პეტა. შემდეგ კი კამერა მოატრიალა და ორჯერ მეტი რაოდენობის ობობა იხილა. როგორც ვიდეოში ჩანს, ისინი პატარა მონადირე ობები არიან, რომლებიც საკმაოდ ხშირად გვხვდებიან ავსტრალიაში და სხვა, თბილ კლიმატიან ადგილებში. ამიტომაც, ავსტრალიაში მცხოვრები ადამიანებისთვის ობებების “შემოსევა” უჩვეულო მოვლენას არ წარმოადგენს.

მიმდინარე დღეებში ობობების ინვაზიის ფაქტი ავსტრალიის ბევრმა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამინდის ცვლილებით არის გამოწვეული. რამდენიმე დღიანი მაღალაი ტემპერატურის შემდეგ, დაბალი წნევის ფრონტმა წვიმა გამოიწვია. ასეთ დროს კი ობობები ხშირად ეძებენ თავშესაფარს სახლებში. “როდესაც სითბო და ტენიანობა ძალიან მაღალია, ობობებისთვის იდეალური ადგილი სწორედ ჩვენი საცხოვრებელია, სადაც მათ დამალვა და მდედრებს კვერცხების დადებაც შეუძლიათ “ – ამბობს არაქნოლოგი რობერტ რეივენი, ავსტრალიის ხმელეთის ბიომრავალფეროვნების ხელმძღვანელი ქუინსლენდის მუზეუმში.

ამასთან, ასეთი ტიპის ამინდი იდეალურ პირობებს ქმნის მონადირე ობების გასამრავლებლად. ერთი კვერცხის პარკი შესაძლოა, ასობით ნაყოფს მოიცავდეს, რაც თავის მხრივ მათ ინვაზიას იწვევს. “დაბალი წნევა კვერცხის პარკიდან გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზია” – განცხადა რეივენმა.

სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ობობები “ძლიერ კანიბალისტურია” და სწრაფად იწყებენ ერთმანეთის გადაყლაპვას.

Sounds Of The Unborn – ნაყოფის მიერ შექმნილი პირველი მუსიკალური ალბომი

რას დააზღვევთ „ალდაგში“ 5 ლარად?