in

ნახეთ: კლდეებს შორის აგებული საცხოვრებელი სახლი

ორიგინალური სახლი სამ ძირითად სეგმენტადაა დაყოფილი

Amirhossein Nourbakhsh ერთგვარი საცხოვრებელი ხიდია კანადის ერთ-ერთ ხეობაში, რომელიც კლდეებს შორის უფსკრულს ავსებს. მიმდებარე ბუნებისთვის მინიმალური ზიანის მიყენების მიზნით, არქიტექტორებმა ხიდის ქვეშ და კლეებს შორის არსებული ძირითადი სივრცეები გამოიყენეს.

აღნიშნულ ნაგებობაში მომხმარებლების საჭიროების მიხედვით სტრუქტურა სამ მთავარ სეგმენტად დაიყო. ზედა დონეზე ხიდი ბრტყელ, მართკუთხა ზედაპირს იღებს, რომელიც ორივე მხარეს აკავშირებს. მეორე სეგმენტი სპორტულ სივრცეს ემსახურება – აქ ორი სამკუთხა აივანი კანიონის მხარეს იშლება და ოკეანის განსაცვიფრებელ ხედებს მოიცავს. ხოლო მესამე სეგმენტი საცხოვრებელ ფართს ეთმობა. იგი იმდენად ახლოსაა წყალთან, რომ ნავებისთვის ცალკე ადგილიც კია გამოყოფილი.

იაპონიაში Wara Art Festival ტარდება, სადაც ჩალისგან შექმნილი უზარმაზარი ფიგურებია წარმოდგენილი

“კარგი, სწრაფი, საუკეთესო მანქანა თავის კლასში” – Bentley-ს ისტორია