9
Dec
2019

#ამოდი – ზამთრის სეზონი მალე გაიხსნება

9 Dec 2019

ზამთრის სეზონის მოახლოება ავტომატურად გულისხმობს, რომ სულ მალე საკურორტო ზონები უამრავ სტუმარს უმასპინძლებს.  ამ სტუმრებს შორის არიან ისეთებიც, რომელთათვისაც სუფთა ჰაერის მთებში ჩასუნთქვა უკვე ტრადიციად იქცა.. მათთვის ასევე ტრადიციად იქცა TBC-ის “კაცუნებიან” ჰუდიებში გამოწყობაც, რომლითაც დამსვენებლები ერთმანეთს კონტაქტის გარეშეც კი ცნობენ..

თუმცა, ჰუდიებზე მერე. მანამდე ის უნდა გითხრათ, რომ წელს საქართველოს მთის კურორტებმა და თიბისიმ გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც კურორტების მომავალი გეგმების ერთობლივად განხორციელებას ითვალისწინებს.

„ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის. უკვე დავიწყეთ ერთად მუშაობა სერვისებისა და სისტემის გაუმჯობესებაზე. პარალელურად კი სეზონის გახსნის დიდი სადღესასწაულო ღონისძიებისთვის ვემზადებით. საბაგიროები უკვე გამართულია – ისღა დაგვრჩენია თოვლის მოსვლას დაველოდოთ,“ – თაზო გამცემლიძესაქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი.

თიბისის ყოველწლიური კამპანიის ნაწილია ზემოხსენებული ჰუდიებიც, რომელთა ვიზუალიც უპირობოდ გვახვედრებს, თუ რა თემატიკას ეხება ისინი. უკვე მეოთხე წელია, რაც თიბისი დამსვენებლებს ამგვარად ასაჩუქრებს. სწორედ ამდენივე ხანია, რაც დიზაინერი, სანდრო კაპანაძე ფერად პერსონაჟებზე მუშაობას ზაფხულიდან იწყებს. შედეგად კი მრავალფეროვან, ზუსტადაც რომ ზამთრის სეზონისთვის შესაბამის სამოსს ვიღებთ.

„ვცდილობ, ისეთი სტილი გავაკეთო ხოლმე, რომლის არაანიმირებული ვერსიები ჩემს ირგვლივ ისედაც ძალიან ბევრია ფოტოების სახით. მთაში ყოფნისას ვუყურებ ჩემი მეგობრების ქცევას  და მათ ჩვევებს, რომ პერსონაჟები ქმედითი და „ცოცხლები“ იყვნენ. ამიტომაც, სულ ვანახლებთ სტილს და „კომიქსიც“ ყოველ ზამთრის სეზონზე ახალ გვერდებს იმატებს,“ – სანდრო კაპანაძე, დიზაინერი.

როგორც თიბისი გვპირდება, სეზონის დასაწყისთან ერთად ახალ მუსიკალურ ვიდეოსაც უნდა ველოდოთ, რომელიც ზამთრის სეზონის ერთგვარი საუნდტრეკივით იქნება. ამავდროულად, მისი მოსმენისას მთების, დასვენების, გართობის და თავისუფლების ასოციაციები გაუჩნდება მსმენელს – საქართველოს ზამთრის კურორტებზე დასვენება ხომ ზუსტად ამ ყველაფერს მოიცავს.

ახალი წელი წინ არის, ისევე როგორც ბევრი საოცარი თავგადასავალი, რომლებიც ზამთრის სეზონზე გველოდება.

თიბისი მოგიწოდებთ: #ამოდი

განხილვა