in

რას დაჰპირდებოდნენ პოლიტიკოსები ბავშვ ამომრჩევლებს

ამომრჩევლები რომ ბავშვები ყოფილიყვნენ, რა შეიცვლებოდა პოლიტიკოსების საარჩევნო დაპირებებში? ამ უტოპიური იდეის გარშემო, კრეატივისა და იდეების გენერირების ტექნიკის ტრენერმა – კოტე იანტბელიძემ პოსტერების სერია შექმნა. სერია ასახავს ბავშვურ და ამავდროულად, სრულიად სერიოზულ პრობლემებს:

BOG
BOG

 

ბავშვები ყველაზე კრეატიულები არიან და ყველაზე მეტი პოტენციალიც სწორედ მათ გააჩნიათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გარშემო ძალიან არასაბავშვო გარემოს ვქმნით. თითქოს გაუთავებელი ერთფეროვანი საარჩევნო კამპანიების ფონზე იზრდებიან თაობები. უბრალოდ გამიჩნდა კითხვა – რა შემთხვევაში მიაქცევდნენ დიდები მეტ ყურადღებას ბავშვებს… ამას პატარების ამომრჩევლობა სულაც არ სჭირდება და პასუხი ძალიან მარტივია: მშობლებმაც ბავშვების რაკურსით უნდა შეხედონ სამყაროს“, – განაცხადა კოტე იანტბელიძემ, მარკეტერთან საუბრისას.

კოტე იანტბელიძეს არჩევნების თემატიკასთან დაკავშირებით, პოსტერების სხვა სახალისო სეროებიც აქვს შექმნილი, მათ შორისაა: ისტორიული საარჩევნო პლაკატები და ქვის ხანის საარჩევნო ,,პლაკატები“.

ალან ვულფსონის მინიატურული პიცერია, მეტროსადგური და სასტუმრო

როგორ შევიძინოთ მანქანა ამერიკის ავტოაუქციონებზე? – “იაა მოტორსი”