საქართველო ღვინის ქვეყანაა – ეს სიტყვები ხშირად გვესმის მაშინ, როცა საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს, როგორც ქვეყნის პოზიციონირების შესახებ საუბრობენ. მართლაც, ისტორიულად ღვინო იმ ფენომენად იქცა, რომელმაც საქართველოს უნიკალური ნიშა განსაზღვრა. როდესაც ისტორიულ საწყისებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი კონტექსტი თანამედროვე ეპოქაში – ტრადიციებს და წარსულის მემკვიდრეობას სწორედ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის აწმყოში ცოცხლდება და მომავლის პერსპექტივებს ხსნის. სწორედ ღვინის მემკვიდრეობის ამგვარ გაგრძელებას ემსახურება AMOSA – ქართული ღვინის ბრენდი, რომელიც თავის ისტორიას 2019 წლიდან წერს.
თანამედროვე სამყაროში ბრენდის მიერ შეთავაზებული პროდუქციის ხარისხთან ერთად, უმნიშვნელოვანესი გახდა მარკეტინგული სტრატეგია. კრეატიული გზით მომხმარებელთან უშუალო კონტაქტი ყოველთვის დიდ როლს თამაშობს ბრენდის იდენტობის შექმნაში. AMOSA, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებასთან ერთად იაზრებს, რომ ბრენდის წარმატებისთვის უპირველესია მომხმარებელთან დიალოგი, მის მეგობარ ბრენდად პოზიციონირება. კომპანიის სტრატეგიაში ეს მიდგომა ბუნებრივად ცოცხლდება, რადგან AMOSA-სთვის, როგორც ბრენდისათვის უპირველესი ღირებულება სწორედ ადამიანია.
ახლახან AMOSA-მ კიდევ ერთი კამპანია წარადგინა, რომლის ადრესატიც სწორედ მომხმარებელი, როგორც ინდივიდია. ბრენდის ღირებულებებს საკუთარ მომხმარებელს კრეატიული ფორმით წარუდგენს. კამპანია ეხმიანება AMOSA-ს ზოგად იდეასა და ღირებულებებს, რომელიც ბრენდის სტრატეგიაში სხვადასხვა მიმართულებით ვლინდება. განვითარება წარმოუდგენელია სიახლეების ძიების გარეშე, AMOSA-მ კი თავის სტრატეგიად სწორედ სიახლეებისაკენ სწრაფვა, თავისუფლება და მუდმივი ზრდა აირჩია, რომელიც გონივრული ექსპერიმენტების კვალდაკვალ უამრავი აღმოჩენით არის სავსე.
ახალი კამპანიის მიზანი იყო, მის საფუძვლად არსებული იდეა მომხმარებლისათვის ნაცნობი, მარტივი და ამავდროულად კრეატიული ფორმით ყოფილიყო აღქმადი. „შენ შეგიძლია მოირგო იმდენი როლი რამდენიც საჭიროა იმისთვის,რომ საკუთარი თავი აღმოაჩინო. იყავი ის, ვინც გინდა – იგრძენი თავისუფლება“ – კამპანიის მეშვეობით სწორედ ამ გზავნილს გასცემს ბრენდი.
თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, გადაწყვეტილების თავისუფლება – ეს არის კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილი ვიდეოსა და ფოტოსერიის მთავარი კონცეფცია. ეს სათქმელი კი ერთიანობაში პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობაზე გვესაუბრება.
ახალი კამპანიით AMOSA მომხმარებელს ეუბნება, რომ სწორედ თავისუფლება და არჩევანის თავისუფლება ბადებს იმ სივრცეს, როცა ადამიანს შეუძლია ნებისმიერი როლი მოირგოს, მრავალფეროვანი ცხოვრებით იცხოვროს, იყოს ის ვინც უნდა და საკუთარი პერსონა თავადვე შექმნას. ხოლო რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოს ინდივიდმა ამ გზაზე, უნდა ახსოვდეს, რომ არჩევანი საკუთარი თავისუფლების გამოხატულებაა.
ფოტოგრაფი: ნინო მეგენეიშვილი
მოდელი: დეა კიპაროიძე
კოსტიუმები: Vintylator
ვიზაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე (ჩანჩიკა)
[პარტნიორის კონტენტი]