in

„აქციე ფანტაზია რეალობად“ – ღვინის ბრენდი „AMOSA“ საახალწლო კამპანიას იწყებს

ღვინის ქართული ბრენდი „AMOSA“ საახალწლო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანიც თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის შექმნაა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ამისათვის, მთლიანად ინდუსტრია უნდა გათავისუფლდეს თავსმოხვეული სტერეოტიპებისგან და მხოლოდ რეალური ფასეულობები დარჩეს. სწორედ ამიტომ, პროექტი ამ საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და ახალი თაობისთვის ღვინის შექმნას გულისხმობს.

კამპანიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც წყვილებს, ისე ინდივიდუალურ პირებს, მათ ვისთვისაც ძვირფასია ქართული ღვინო და სურს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ ინდუსტრიის განვითარებაში.  

AMOSA გაძლევთ შესაძლებლობას, გახდეთ ქართული ღვინის ელჩი, დასაქმდეთ კომპანიაში, რომელიც გაიზიარებს თქვენს იდეალებს და თქვენთან ერთად შეცვლის ინდუსტრიას“.

პროექტი ორ ნაწილადაა დაყოფილი. პირველ ეტაპზე, მონაწილეებმა უნდა დაამუშაონ თემა „რა არის თანამედროვე ქართული ღვინის იდეა?“ და მოსაზრებები პრეზენტაციის სახით წარადგინონ.

მათ შორის 3 გამარჯვებული მომდევნო ტურში მონაწილეობის შესაძლებლობას და „ამოსასგან“ გლინტვეინის სასაჩუქრე ყუთს მიიღებს.

მეორე ეტაპის ამოცანაა – „აქციე იდეა რეალობად!“. მონაწილეები მიიღებენ დავალებებს, სადაც გამოჩნდება თანამედროვე ქართული ღვინის იდეის რეალობად ქცევის გზები. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს კი ქართული ღვინის ელჩად ავირჩევთ – შესაძლებლობას მივცემთ, კომპანიის გუნდის წევრი გახდეს და თავისი იდეები რეალობად აქციოს“.

მეტი იფორმაციის მისაღებად ეწვიეთ AMOSA-ს Facebook გვერდს, სადაც ორშაბათს, 20 დეკემბერს, 22:00-ზე გაიმართება ლაივ ჩართვა, სადაც ყველა კითხვაზე შეძლებთ პასუხის მიღებას.

[R]

PowerUp 4.0 — მართეთ ქაღალდის თვითმფრინავები დისტანციურად

 საახალწლო შეთავაზება „ვილა რეზიდენსისგან“ – „გადმოდი დღეს“ !